მთავარი თემა

"მეგონა, არჩევნების მერე დამეხმარებოდნენ"

ჟანა მეგრელიშვილი  2015-01-13 12:30:32

"საახალწლოდ რა მქონდა სუფრაზე? მრცხვენია რომ  ვთქვა, ბავშვებმა გააკეთეს რაღაცა _"ვინეგრეტი" და მე ნათესავის მოცემული ერთი ქათამი დავკალი, ეს იყო და ეს"... _ ვინ როგორ გაითენა ახალი წელი ოზურგეთში?

ზამთარი, უმუშევრობა, მძიმე სოციალური ფონი, ნიჰილიზმი ხელისუფლების მიმართ, გადაუხურავი საცხოვრებელი სახლები, უამრავი გაჭირვებული... მათი ეკონომიკური სიდუხჭირე კვლავ არ იცვლება.

ნაზი კალანდაძე და ეთერ წულაძე ერთი თვის წინ ქალაქ ოზურგეთის მერთან მიღების დღეს იმყოფებოდნენ, თუმცა, ბეგლარ სიორიძე არ შეხვედრია, იმ მიზეზის გამო, რომ  ქალაქში არ იმყოფებოდა. მათ მერის მოადგილე ალეკო ბურჭულაძე შეხვდა.

ორივე პენსიონერი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვდა, ზამთარში სახლის გადახურვას, თუმცა, ამაოდ.

ეთერ წულაძე, ქალაქ ოზურგეთში, ბათუმის ქ. # 33-ში მცხოვრები:

"რამდენჯერმე ვიყავი ქალაქის მერიაში მიღების დღეს. მითხრეს, ამ წელში არაფერი გამოვა, მოსაჭრელი გვაქვს ხეები, დასახერხად  უნდა   მივიტანოთ, 6 კუბური მეტრის საშუალება ჩვენ არ გვექნებაო. მეუღლე გარდამეცვალა. ვარ ღრმად მოხუცებული, მარტოხელა, მეზობლების ამარა. ხშირად ცუდად ვარ. სასწრაფო დახმარებას მეზობლები იძახებენ. ჩემი შვილი სამუშაოდ იყო გადახვეწილი. 20 წლის წინ დაწყებული სახლი მიტოვებული გვაქვს. შიგნით ისე წვიმს, როგორც გარეთ. ამ ზამთარს ვერაფრით გავძლებთ, თუ არ მომეხმარებიან. სახურავით დამეხმარონ, სხვას არაფერს ვითხოვ. საიდან მოგცეთ, საშუალება რომ არ გვაქვსო, _ მეუბნებიან. დიდი ხანია დავდივარ, თქვენ გეცოდინებათ, დაგვეხმარებიან?" _ ამბობს ეთერ წულაძე. საუბარში  მისი შვილი გელა წულაძე ერთვება:

_ "ვკვდებოდი, სასუნთქი მილი გადამეკეტა, ვერ მივხვდი. ახლობელმა მიპატრონა, ძლივს გადამარჩინეს. თურქეთში, პატარა ტანსაცმლის ფაბრიკაში ვმუშაობ ლუკმა-პურისთვის. ძალიან გვიჭირს".

"თუ შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ, უთხარით ხელისუფლებას, მოგვაქციონ ყურადღება, ყველას დაუხურეს სახლი და მე დავრჩი. მეგონა, არჩევნების მერე ყურადღებას მომაქცევდნენ, მაგრამ არაფერი. ყოველდღე ხომ ვერ ვივლი მიღებაზე? მტერმა გაითენა ახალი წელი ისე, მე რომ გავითენე. სასწრაფო მყავდა ახალ წელს, შვილი ახალ წელსაც არ მყავდა სახლში. უთხარით, დამეხმარონ", _ გვთხოვს ეთერ წულაძე.

ქალაქ ოზურგეთში ნემიროვიჩ-დანჩენკოს ქუჩაზე მცხოვრები ნაზი კალანდაძეც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მისი სამოთახიანი სახლის ორ ოთახში ისე წვიმს, როგორც გარეთ.

ნაზი კალანდაძე:  " 2013 წლიდან ვითხოვ დახმარებას, სახურავი მაქვს გამოსაცვლელი. ნახეთ, დაათვალიერეთ, რა მდგომარეობაში ვცხოვრობთ. ხელახლა შევიტანე ახალი განცხადება ქალაქის მერიაში. სახურავს ვთხოვ, არ გვაქვს საშუალებაო.  ჩემ მერე მიმართა რამდენიმემ ხელისუფლებას და იმათ დაეხმარნენ. ისინი ახლობლები არიან, მეგონა არჩევნების მერე დამეხმრებოდნენ, უფრო მეტად ყურადღებას მომაქცევდნენ, მაგრამ არაფერი, ჩვენნაირი გაჭირვებულებისთვის  მდგომარეობა არ იცვლება.

ხუთშაბათობით დავდივარ, მხვდება ალეკო ბურჭულაძე, ისაა სულ მიღებაზე. მეუბნება, რომ იქნება, მაშინ დაგეხმარებითო. არ ვიცი, როდის იქნება, ორი შვილიშვილი მყავს, შვილი ავადაა, ფიზიკურად არ შეუძლია, ოჯახი ჩემი პენსიის ამარაა.

ხალხს ეუბნებიან ყოველ მიღებაზე,  ნუ დადიხართო. მერიდება, არც მივსულვარ, საახალწლოდ არაფერი მქონია. არ ვიცი, რა მეშველება, რომ გათოვდა. თოვლის სიმძიმე სულ ჩამინგრევს დამპალ სახურავს, ბავშვები არ მომიყვნენ შიგ.

საახალწლოდ რა მქონდა სუფრაზე? მრცხვენია რომ  ვთქვა, ბავშვებმა გააკეთეს რაღაცა _ " ვინეგრეტი" და მე ნათესავის მოცემული ერთი ქათამი დავკალი. ეს იყო და ეს ხელისუფლება არ დამეხმარება? _ გვითხრა ნაზი კალანდაძემ.

აღნიშნულ ოჯახებთან დაკავშირებით ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში ასეთ კომენტარს აკეთებენ:

"ამ ქალბატონების მდგომარეობა ჩვენთვის ნაცნობია. მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ საცხოვრებელ პირობებს, აღწერეს სიტუაცია და მონაცემთა ბაზაში შეიყვანეს. დღევანდელი მდგომარეობით, მსგავსი პრობლემით, მოგვმართა 148 ინდივიდუალური სახლისა და მრავალბინიანი საცხოვრებლის მეპატრონემ. განმცხადებლები საყვედურს გამოთქვამენ, რომ ყოველი წვიმის დროს აუტანელ და გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება, ამასთან ერთად მწყობრიდან გამოდის მათი საცხოვრებელი სახლები. სამწუხაროდ, ქალაქის მერია ადგილობრივი ბიუჯეტით ვერ ახერხებს დახმარება აღმოუჩინოს ყველა მათგანს. ჩვენმა შესაბამისმა სამსახურმა, საფუძვლიანად შეისწავლა ინდივიდუალური და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა და საორიენტაციოდ, დაზიანებების სალიკვიდაციოდ საჭირო თანხა შეადგენს 700 000 ლარს (მათ შორის, მრავალბინიანი 400 000 ). ამ თანხის გამოსაყოფად, მერიამ თხოვნით მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომ გაეთვალისწინებინათ გაუსაძლის პირობებში მყოფი მოსახლეობის მდგომარეობა და ეშუამდგომლა მთავრობასთან, სახურავების სარეაბილიტაციოდ საჭირო თანხების გამოსაყოფად. სამინისტროდან მიღებულ პასუხს გთავაზობთ უცვლელად: "თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ქ. ოზურგეთში ინდივიდუალური და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის საკითხის განხილვა შესაძლებელია 2015 წლის ასიგნებების ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისას, " საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის N23 დადგენილების შესაბამისად".

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილმა
"ჯიჰადი ბრძოლაა ურწმუნოთა წინააღმდეგ. მე შაჰიდობა მინდა, სამოთხის ნახვა. ყველაფერი შესრულდება,
მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი თანამდებობიდან გადადგომას უარყოფს. თუმცა,
უმრავლესობის დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე მისი "ქართული ოცნებისა" და
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში ბინა,
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, კონსტანტინე კუბლაშვილმა თანამდებობიდან წასვლამდე, ბოლო