მთავარი თემა

"...თავისუფლების სანაცვლოდ მას ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი უნდა მოეკლა"

ნინო ბერძენიშვილი  2015-01-27 15:30:02

სახალხო დამცველი საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.

მისი თქმით, დღეს პროკურორს გიორგი ბადაშვილს მიმართა წინადადებით, სადაც შსს-ს ყოფილი თანამშრომლების მიერ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება სთხოვა.

"სახალხო დამცველს ახსნა-განმარტებით მიმართა ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, სადაც ის აცხადებს, რომ 2008 წლის ივლისში დააკავეს საქართველოს შსს-ს კრიმინალური პოლიციის მაშინდელმა თნამშრომლებმა გიორგი ხიზანიშვილმა და გიორგი ჭანტურიამ, რის შემდეგომ ირაკლი ფირცხალავასა და კახა ლეგაშვილთან მიიყვანეს. მსჯავრდებული აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა მას დაემუქრა ნარკოტიკული დანაშაულით პაუსხისმგებაში მიცემით, ხოლო თავისუფლების სანაცვლოდ გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი უნდა მოეკლა. ასევე უნდა მოეძებნა პირი, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მიცემდა ჩვენებას, ამ უკანასკნელის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ. ირაკლი ფირცხავალამ ლ.შ- თანამშრომლობის შემთხვევაში გათავისუფლებას და ნარკოტიკულ დანაშაულზე ხელშუხებლობას დაპირდა.

"დავალების მიხედვით, ლ.შ-ს მკვლელობა მაღაზიაში ყაჩაღობის სცენარით უნდა ჩაედინა, რის შემდეგაც დააკავებდნენ, თუმცა ციხეში არაფერი მოაკლდებოდა, მათ შორის ნარკოტიკებიც. როგორც ლ.შ აცხადებს, ამ საუბრის შემდეგ სამი დღის განმავლობაში დადიოდა საბურთალოზე, თითქოსდა ზურაბ ვაზაგაშვილის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით. შემდეგ გარკვეული დროით ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში წავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების შემდეგ, კვლავ ჩამოვიდა თბილისში და დაეკონტაქტა გიორგი ხიზანიშვილს. ლ.შ-ს განმარტებით, გიორგი ხიზანიშვილმა მას უთხრა, რომ ზემოთხსენებული საქმეების განხილვის დრო არ იყო, ცოტაც მოეთმინა და შემდეგ გააგრძელებდნენ მუშაობას", - განცხადა სახალხო დამცველმა.

უჩა ნანუაშვილმა განაცხდა, რომ მსჯავრდებულმა გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნა რამდენიმე დღის წინ გამოთქვა.

სახალხო დამცველი არც იმას გამორიცხავს, რომ ლ.შ-მ იური ვაზაგაშვილის ტრაგედიის შემდეგ გადაწყვიტა ღიად ისაუბროს და ამასთან, სახლაო დამცველი პროკურატურის გარდა მიმართავს სასჯეაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ყველა ზომა მიიღოს მსჯავრდებულის უსაფრთხოების დასაცავად.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


მთავრობამ საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი მიიღო. შესაბამისი დადგენილება
დაშინებული მოსახლეობა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობა, მიგრაცია და ხელისუფლების საქმიანობით
პროკურატურის განცხადება ზ.ადეიშვილის მიმართ  წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის  გაუქმებასთან დაკავშირებით: 2013
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველ კოალიციას სისტემური ცვლილებები არ
    უკრაინელი პოლიტიკოსი, კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვიცკი ქართველი
მთავარი პროკურორის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც კითხვა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაუსვა