მთავარი თემა

როგორია შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოს რეგიონებში?

ცისანა შერგილაშვილი  2015-02-02 19:36:40

შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, საქართველოში, არაერთი განხორციელებული აქტივობის მიუხედავად, კვლავაც პრობლემატურია. მათი უფლებები ხშირად ირღვევა, მეტიც, შშმ პირების თემში ბევრმა დღესაც არ იცის საკუთარი უფლებების არსებობის შესახებ.

განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი საქართველოს რეგიონებში. არასამთავრობო ორგანიზაციის "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ განცხადებით, ინფორმაციის და საჭირო რესურსების არ არსებობამ დიდი ზიანი მიაყენა  შშმ პირების თემს, რამაც შედეგად მათი პასიურობა გამოიწვია საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში.

არასამთავრობო ორგანიზაციამ "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ აშშ-ს საელჩოს ხელშეწყობით  პროექტი "შშმ პირთა უფლებების და შესაძლებლობების მხარდაჭერა, თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში და მონაწილეობის მისაღებად“ განახორციელა, რომლის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების განხორციელებისთვის პირობების შექმნა წარმოადგენდა, საქართველოს რეგიონებში. როგორც ეს გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

პროექტის განხორციელების სამიზნედ ორი , საჩხერის და ახალციხის მუნიციპალიტეტები შეირჩა.
როგორც "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“  თავმჯდომარე  გიორგი ახმეტელი ამბობს, პროექტის შედეგებზე ჯერ ადრეა ლაპარაკი, თუმცა ბევრი შშმ პირის მდგომარეობა გაუმჯობესდა რეგიონებში.
“ გამოვლინდა ახალი სპორტსმენი. საჩხერის მუნიციპალიტეტში დაიგეგმა ადაპტირებული ტრანსპორტის შეძენა. მუნიციპალიტეტები გამოჰყოფენ თანხას ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. გაიღეს თანხები შშმ პირების დასასაქმებლად. რაღაცა ძვრები არის, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვჭირდება“, _ ამბობს გიორგი ახმეტელი.

ორგანიზაცია "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ პროექტების კოორდინატორი ნინო ბაიდაური აღნიშნავს, რომ მართალია შშმ პირების საჭიროებასთან დაკავშირებით პრობლემები მთელს საქართველოში არსებობს, მაგრამ რეგიონებში უფრო მწვავედ დგას ეს საკითხი. მისი ორგანიზაციის მიზანი კი რეგიონებში საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა,  რომ შშმ პირების მდგომარეობა იქნეს გაუმჯობესებული.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის  მთავარი სპეციალისტი ჯანდაცვის და სოციალურ საკითხებში იამზე მღებრიშვილის თქმით, შშმ პირების პრობლემატიკას ყურადღებას შეძლებისდაგვარად აქცევენ და ამ აქტივობებს მომავალშიც გააგრძელებენ.

"ახალციხის მუნიციპალიტეტმა შშმ  პირებისთვის  ერთჯერადი დახმარება გამოჰყო, 300 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაერიცხებათ დეკემბრის თვეში, სულ 20 -მდე შშმ პირი გვყავს, რომელიც ეტლს მიჯაჭვულია. ეს მიზერული თანხაა, მაგრამ პირველად ხდება ამგვარი რამ და იმედია, გაიზრდება ეს დახმარება. როდესაც საქმე შშმ პირებთან დაკავშირებით გადასაწყვეტ პრობლემას ეხება, ჩართულები გვყავს ისინი და აუცილებლად ვითავლისწინებთ მათ მოსაზრებებს. ერთ ნაბიჯსაც არ ვდგამთ მათ გარეშე. შეძლებისდაგვარად, რისი საშუალებაც გვაქვს, ვაკეთებთ. ახლა პანდუსების გაკეთებასაც ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად“, _ამბობს იამზე მღებრიშვილი.

"საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა“ რეგისტრირებული კავშირის გამგეობის თავმჯდომარე გოგა გოგატიშვილი ჩართულია პროექტში "შშმ პირთა უფლებების და შესაძლებლობების მხარდაჭერა, თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში და მონაწილეობის მისაღებად“.  ის აცხადებს, რომ  გაეროს  შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირების შემდეგ საქართველოში ამ მხრივ გაუმჯობესებაა, მაგრამ საჩხერეში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი:

"მიხარია, რომ რეგიონებში შშმ პირთა პრობლემატიკა გააქტიურდა. ყინულმა ლღობა დაიწყო. რაღაცები კეთდება. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი შეუქცევადი გახდება. რაც საქართველოს პარლამენტმა გაეროს შშმ პირებთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, უფრო მეტი ბერკეტი გვაქვს იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები. რეგიონებში უფრო მწვავედ დგას შშმ პირთა მდგომარეობა, ვიდრე თბილისში. თბილისი დიდი ქალაქია, დიდი რესურსია, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური თვალსაზრისით. უფრო  ხელმისაწვდომია  გარემო შშმ პირებისთვის. წარმოიდგინეთ, რა უნდა ქნას უსინათლომ სოფელში, სადაც გარემო არაადაპტირებულია?! ინკლუზიური განათლება ჩვენს რეგიონში ფიქტიურია, არადა, განათლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის აუცილებელია, თუნდაც მათ მიმართ სტერეოტიპული მიდგომის შესაცვლელად. განათლებული შშმ პირი უფრო კონკურენტულია შრომით ბაზარზე“ _ აღნიშნავს გოგა გოგატიშვილი.

ჩვენთან საუბარში საჩხერისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიუჯეტში იდება თანხები, რათა ნელ-ნელა დაიწყოს როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სხვა სახის პროექტების განხორციელება შშმ პირთა მდგომარეობის გამოსასწორებლად. თუმცა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მალხაზ ბაზაძე განცხადებით, არც ისე ადვილია, თუნდაც გარემოს ადაპტირება, იმ ფონზე,  როცა თავად შენობები არ იძლევიან ამის საშუალებას:

"ფაქტობრივად, 6 თვეა, რაც საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი  ვარ და ჩემი მოსვლის დღიდან მინდა გითხრათ, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. მზად ვარ, ჩემი ყველა შესაძლებლობა და უფლება გამოვიყენო ამისთვის.

ამჯერად, ვაპირებთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომ გარემო გავხადოთ უფრო ადაპტირებული შშმ პირებისთვის. 10 ათასი ლარი გამოვყავით ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომელსაც ჩავურიცხავთ საჩხერეში შშმ პირების უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციას. ამასთანავე 26 ათასი ლარი გამოვყავით საწარმოს  განვითარებისთვის, რათა იქ დასაქმდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. საუბრის დონეზეა ამ საწარმოს გახსნა, თუმცა მინდა რომ ამაში საჩხერე იყოს პირველი.
სადაც საშუალება მოგვეცემა ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა არის შენობები, სადაც ვერ ხერხდება პანდუსების გაკეთება. მოკლედ ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის სამსახურებთან ერთად ვმუშაობთ და შედეგებიც მალე თვალსაჩინო გახდება“ _ ამბობს მალხაზ ბაზაძე.

როგორც გოგა გოგატიშვილმა აღნიშნა, ყინული უკვე დაიძრა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების გამოსწორება შეუქცევადია პროცესია საქართველოში.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსი დიმიტრი დარბაისელი ამბობს, მას
დაუბრუნდება თუ არა როდესმე  მოქალაქეებს გამქრალი საბჭოთა ანაბრები და
ჩოხატაურში წლებია ბაზრობა მხოლოდ კვირა დღეს იმართება. ბოლო ორი კვირაა,
დღეს, ლანჩხუთში, "აჯანყებული გურულის" ძეგლისა და პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე
_ ბოლოს, როცა სოციალური სამსახურიდან აგენტი მოვიდა, მკითხა, კბილის პასტა
"კაზანტიპი" _ იმიტირებული ქვეყანა. "კაზანტიპის ერი" 22 წლის წინ დაარსდა,