მთავარი თემა

ოზურგეთში 24 წლის ახალგაზრდა მოკლეს _ "მეუღლემ სთხოვა სასეირნოდ წასულიყვნენ"

ჟანა მეგრელიშვილი  2015-02-17 11:19:58

წუხელ, გვიან ღამით, ქალაქ ოზურგეთში ლანჩხუთის ქუჩაზე მცხოვრები 24 წლის ირაკლი კვაჭანტირაძე, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

ირაკლი კვაჭანტირაძე მეუღლესთან ერთად  ოზურგეთში, ე.წ. "მოიდანახეს" სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, როდესაც მას თავში იარაღი ესროლეს.

მეუღლის, თქმით ტყვია, მასაც აქვს მოხვედრილი.

როგორც გარდაცვლილი ირაკლი კვაჭანტირაძის დედა, "გურია ნიუსთან" ამბობს, ოჯახისთვის უცნობია, თუ ვის შეიძლება მკვლელობა ჩაედინა.

"ერთი თვეა, რაც დაოჯახდა. მეუღლემ სთხოვა სასეირნოდ წასულიყვნენ, არ ვიცით რა მოხდა", _ ამბობს მარგალიტა კვაჭანტირაძე.

შვილის მოკვლის მიზეზი და მკვლელების სავარაუდო ვინაობა უცნობია გარდაცვლილის მამისთვისაც.
როგორც ილია კვაჭანტირაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, გარდაცვლილი ირაკლი კვაჭანტირაძე ორჯერ იყო ნასამართლევი.

"ირაკლი ორჯერ ნასამართლევია, ციხიდან ორი წელია რაც გამოვიდა".

მოკლული წუხელ ქუთაისში გადაასვენეს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე აღძრულია საქმე სსკ #108-ე მუხლით.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერის კონსტიტუციური სარჩელის არსებითად
2014 წლის 16 სექტმბერს "გურია ნიუსში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით:"ირაკლი მამალაძე:
მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომლის ვლადიმერ ბედუკაძის
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას სოჭის ოლიმპიადა არასდროს არ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, დავით ცინარიძეს
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 21 ნოემბრის №69-Iს დადგენილების შესაბამისად შეიქმნა