პოლიტიკა

ალექსი პეტრიაშვილი: "გოგი თოფაძე ბიძინა ივანიშვილს ახმოვანებს"

ნატო გოგელია  2015-03-23 09:27:49

კოალიცია "ქართული ოცნების" წევრის, პარტია "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერის, გოგი თოფაძის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლის თანახმადაც ნატოში გაწევრიანება საქართველოს სიკეთეს არ მოუტანს, გააკრიტიკა ევროინტეგრაციის ყოფილმა მინისტრმა, თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა.

მისი თქმით თოფაძე ივანიშვილს ახმოვანებს და თუ მის განცხადებებს კოალიციის წევრები არ ეთანხმებიან უნდა განაცხადონ კიდეც:

_ გამოვიდეს კოალიციის ლიდერი და თქვას მაშინ, გაემიჯნონ ამ განცხადებებს, _ განაცხადა პეტრიაშვილმა "იმედის კვირაში".

პეტრიაშვილის თქმით "თავისუფალი დემოკრატები" "ნაციონალებთან" თანამშრომლობას არ აპირებენ:

_  ისინი გუშინდელ დღეს წარმოადგენენ, ნაციონალური ოცნება დღევანდელს, თავისუფალი დემოკრატები კი ხვალინდელი დღეა, _ დასძინა პეტრიაშვილმა.



(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლანჩხუთს, სოფლის
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებაზე მუშაობა დასრულდა, - ამის
საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი დღეს ქუთაისელ ამომრჩეველს, ქვეყნის პრემიერ მინისტრთან
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს,
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო
საპარლამენტო უმრავლესობამ თვითმმართველობის კოდექსი დახურულ კარს მიღმა რეგიონული განვითარებისა და