მთავარი თემა

პრემიერი: "2014 წლის უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი არის ყველაზე მაღალი 2007 წლის შემდეგ"

ნატო გოგელია  2015-03-26 11:31:41

ირაკლი ღარიბაშილის განცხადებით საქართველოში 2014 წელს 2013 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოურო ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა.

" ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ რეგიონში არსებულ ურთულეს ვითარებას.

ინვესტიციების ზრდა ნიშნავს,რომ არსებობს ნდობა ჩვენიქვეყნისა მიმართ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წელს მილიარდ 272 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 39 პროცენტით აღემატება 2013 წლის წინასწარ მონაცემებს და 35 პროცენტით ამავე დაზუსტებულ მონაცემებს. ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21 პროცენტი შეადგინა.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 343 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 27 პროცენტია. მეორე ადგილზეა მშენებლობა 295 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - გადამმუშავებელი მრეწველობა 174 მლნ აშშ დოლარით.

2014 წელს შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი არის ყველაზე მაღალი 2007 წლის მაჩვენებლის შემდეგ, _ განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით წინა წელთან შედარებით 78%-ით გაიზარდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციები.

_ სულ ახლახანს დაიწყო შაჰდენიზის პროექტის მეორე ფაზა, რაც საქართველოს 2 მილიარდ აშშ დოლარის ინვესტიციას მოუტანს.

 2014 წელს, რეალური მშპ-ს წლიურმა  ზრდამ წინასწარი შეფასებით 4,7% შეადგინა (ნაცვლად 5%იანი პროგნოზირებული ზრდისა).  ამასთან, 2014 წლის პირველ კვარტალში მშპ-ს ზრდამ 7,2%, მე-2 კვარტალში 5,2%, მე-3 კვარტალში 5,6%, შეადგინა.  2014 წლის 9 თვის განმავლობაში, განსაკუთრებით (ორნიშნა მაჩვენებლით) გაიზარდა მშენებლობა (16,3%) და ფინანსური შუამავლობა (10,6%). 

ასევე მაღლი ზრდებია გადამამუშავებელ მრეწველობაში (9,1%), ტრანსპორტში (8,5%), ვაჭრობაში (8,0%), კომუნიკაციებში (6,2%), უძრავ ქონებასა (6,1%) და სასტუმროებისა და რესტორნების (5,2%) სექტორებში, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


"ეს უკვე საჯარო დაპირისპირებებაა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის. მათი კინკლაობა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, სოფელ ლიხაურში, სახალხო დღესასწაული,
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში მცხოვრები ზ.მ  ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, მთავრობის გადაწყვეტილებით სახალხო ზეიმი გახდა. თავდაცვის
ჩოხატაურში მყოფი იუსტიციის მინისტრი თეა წულკუანი ამ წუთებში ერთ-ერთი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წლის მაისის თვის დანაშაულის სტატისტიკას