პოლიტიკა

პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 31 მარტს წასრდგება.

ნინია პირველი  2015-03-27 12:12:24

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებაზე მუშაობა დასრულდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, მოხსენება შეეხება საგარეო თუ საშინაო საკითხებთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს თემებს.

როგორც კვერენჩხილაძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლაზე მთავრობის მიწვევა არის ტრადიცია, რომელიც ახალი კონსტიტუციური მოდელის პირობებშიც უნდა გაგრძელდეს.

"მივიჩნევთ, რომ პარლამენტის მხრიდან აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების თუ სხვა ინსტიტუციების წარმომადგენლების მოწვევა პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე დასასწრებად, იქნება ინსტიტუციური პატივისცემის გამოვლინება აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებისადმი.

იმისთვის, რომ ესა თუ ის ინსტიტუცია წარმოდგენილი იყოს ყოველწლიური მოხსენების განხილვის ფორმატში, ჯერ ისინი უნდა იყვნენ მოწვეულნი და ამის შემდგომ თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, დაესწრებიან თუ არ დაესწრებიან",-აღნიშნა საპარლამენტო მდივანმა.

პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით  31 მარტს, 13:00 საათზე წარსდგება.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა შედგა, რომლის დღის წესრიგი, ბოლოდროინდელი
ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა სუნგულიამ დეპუტატის ბიურო დატოვა.
23 მარტს, "თავისუფალი დემოკრატების" თბილისის ოფისში ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიულმა
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ოზურგეთში ხმაურით დაიწყო _
მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო მართლმსაჯულების სისტემას, რომლის გაჯანსაღება, სამართლიანი და
ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბლოკიდან "პაატა ბურჭულაძე _