ფინანსები

რა ქონებას ფლობს გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი

თამთა კაკაურიძე  2015-05-01 20:26:45

გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს, ქეთევან მოისწრაფეშვილს ქონებრივი დეკლარაცია 18 თებერვალს აქვს შევსებული, რომლის მიხედვითაც, ის ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში სამ მიწის ნაკვეთს ფლობს.

ნაკვეთების ფართობები, დეკლარაციის მიხედვით, 3200.00 კვ.მ,  1800.00 კვ.მ და  300.00 კვ.მ-ია.

მისი მეუღლე ბესიკ ბოლქვაძე ფლობს 32 კვ.მ-ის ბინას თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე.

მოისწრაფეშვილის დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია დედამთილ-მამამთილისა და ქმრის ბებიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებაც.

რომლის მიხედვითაც, ქეთევან მოისწრაფიშვილის მამამთილის დავით ბოლქვაძის მფლობელობაშია 100.00 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთი ჩოხატაურის რაიონში, კურორტ ბახმაროში.

ასევე, დავით ბოლქვაძე ფლობს მიწის ნაკვეთს  ოზურგეთი, აღმაშენებლის ქუჩაზე (მე-2 ჩ/ფ მიმდებარე ტერიტორია), რომლის ფართობი - 270.00 კვ.მ-ია.

დედამთილი, მარინა ჟღენტი ფლობს (50%) მიწის ნაკვეთს ოზურგეთში, ლესელიძის ქ. #1, რომლის ფართობი - 601.00 კვ.მ-ია.

ასევე, მის საკუთრებაშია (50%) არასაცხოვრებელი ფართი ამავე ტერიტორიაზე (104.00 კვ.მ).
ქეთევან მოისწრაფეშვილის მეუღლის ბებიის ლიანა ბოლქვაძის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი ოზურგეთი, აღმაშენებლის ქუჩაზე (1100.00 კვ.მ). ასევე, ამავე მისამართზე მდებარე 250.00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ურეკში, რომლის ფართობიც   800.00 კვ.მ-ია.

მოისწრაფეშვილის მეუღლის, ბესიკ ბოლქვაძის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა მერსედეს ბენცი (2003 წლის გამოშვება).

რაც შეეხევა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ქეთევან მოისწრაფეშვილის სახელფასო ანგარიშზე  „ვი–თი–ბი“ ბანკში 75.00 ლარი იყო.
ბესიკ ბოლქვაძეს, ლიანა ბოლქვაძესა და დავით ბოლქვაძეს დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშებზე თანხები არ ჰქონდათ.

რაც შეეხება ოჯახის შემოსავლებს, დეკლარაციის მიხედვით, ქეთევან მოისწრაფეშვილმა საქართველოს ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულებში (ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურიდან  7058 ლარის ანაზღაურება მიიღო. ხოლო ამავე სამსახურში რწმუნებული-გუბერნატორის თანამდებობაზე  548 ლარი.

რაც შეეხება მისი მეუღლის, ბესიკ ბოლქვაძის შემოსავალს, ის შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის  უფროსი ოპერატიული თანამშრომელია, ერთი წლის განმავლობაში ჯამში 18087 ლარი შეადგინა.
მოისწრაფეშვილის დედამთილის, მარინა ჟღენტი შემოსავალი #4 საჯარო სკოლა მასწავლების პოზიციიდან, 659 ლარი იყო, ხოლო არასასოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი და მასზე დამაგრებული შენობა ნაგებობის გაქირავებიდან (ქირავნობის ხელშეკრულების ვადა და საგანი 700.00 GEL 16/06/2014, 16/06/2014 - 01/04/2017) 3621.00 ლარი მიიღო.

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, მოისწრაფეშვილის მეუღლემ ავტომობილის რეალიზაციიდან 1800 დოლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა, ამავე წელს, მან სხვა ავტომობილი შეიძინა, რაშიც 9000 დოლარი გადაიხადა.

დეკლარაციის მიხედვით, ქეთევან მოისწრაფეშვილს ორი შვილი, ტყუპები, ანა და მარიამი ჰყავს.



ქუთაისის მერიაში პრემიები მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით დარიგდა. ამის შესახებ "გურია
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის, ზურაბ ჩანტლაძის თქმით, "მთავრობა
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4903 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 13.1
გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, 2016 წლის ბიუჯეტში სამთავრობო
ამის შესახებ "საზოგადოება და ბანკების" განცხადებაშია ნათქვამია, რომლის თანახმადაც სესხის