საზოგადოება

"საკრებულოს ზოგიერთმა დეპუტატმა დანაშაულებრივი ქმედებები დაფარა"

ჟანა მეგრელიშვილი  2015-05-05 13:54:32

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის და ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია - ,,ოზურგეთის მომავლისათის,, წევრის თამარ ნადირიძის -
განცხადება.

"საკრებულოს წევრებმა ნინო გოგუაძემ, ნანული ორაგველიძემ და ნინო ტაბატაძემ 23.04.2015 წელს განცხადებით მიმართეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელშიც მიუთითეს, რომ ამავე საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ძიმისტარიშვილი, ხშირ შემთხვევაში აშანტაჟებდა ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის წევრებს, ემუქრებოდა და იძულებით ითხოვდა მათგან სადეპუტატო ხმის გამოყენებას თავისი შეხედულებისამებრ, ამასთანავე ქალაქ ოზურეგეთის საკრებულოს 05.05.2015 წლის სხდომის მიმდინარეობისას ნანული ორაგველიძემ განაცხადა, რომ გოჩა ძიმისტარიშვილი მას ფულს სძალავდა. განმცხადებელი დეპუტატების მხრიდან ზემოხსენებული ფაქტები შეფასებული იქნა დეპუტატისთვის და კომისიის თავმჯდომარისათვის შეუფერებელ საქციელად.

მიმაჩნია, რომ როგორც წერილობითი ისევე საკრებულოს სხდომაზე გაკეთებული ზეპირსიტყვიერი განცხადებების შინაარსიდან აშკარად იკვეთება, რომ მათი ავტორები მიუთითებენ გოჩა ძიმისტარიშვილის მხრიდან სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი  ქმედების სავარაუდო ჩადენაზე (სსკ-ის 181-ე მუხლი - გამოძალვა; 150-ე მუხლი - იძულება; 332-ე მუხლი - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება).

ამასთანავე ფაქტია, რომ ზემოხსენებული ქმედებების თაობაზე განმცხადებლების მიერ ინფორმაცია მიწოდებული არ იქნა საგამოძიებო ორგანოებისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ საკრებულოს ზოგიერთმა დეპუტატმა  (მათ შორის განმცხადებლების)  სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები დაფარა და სპეციალურ ორგანოებს არ  შეატყობინა, რაც ასევე დასჯად ქმედებას წარმოადგენს (სსკ 375-ე და 376-ე მუხლები).

ზემოხსენებული ბრალდებებისა და მოტივაციის საფუძველზე გოჩა ძიმისტარიშვილი საკრებულოს გადაწყვეტილებით გადაყენებული იქნა თანამდებობიდან. მიმაჩნია, რომ ძიმისტარიშვილის გადაყენების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით, ვინაიდან საკრებულო უნდა დალოდებოდა მისი ქმედებების საგამოძიებო ორგანოს შეფასებასა და სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს და მხოლოდ შემდეგში მიეღო გადაწყვეტილება, რასაც სამწუხაროდ ადგილი არ ჰქონია.

მივმართავ პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს საკრებულოს დეპუტატების განცხადებებში მითითებული ფაქტების გამოკვლევა და დანაშაულის ნიშნების დადასტურების შემთხვევაში განახორციელოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოქმედებები.
აქვე მივმართავ ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატებს და მოვუწოდებ მათ, რომ ნებისმიერი პირის მხრიდან მათ შორის საკრებულოსა და მერიის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან საკრებულოს წევრებზე ზეწოლისა და მათი იძულების შესახებ ფაქტების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობონ საგამოძიებო ორგანოებს."



ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში მცხოვრებ ავთანდილ ცინარიძის უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს
 "გურია ნიუსის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ  სტატიას "სტაინშიკები" მთავრობის კანცელარიასთან  შიმშილობის გამოცხადებას
პარლამენტარ თინა ხიდაშელის ფიქრები 8 მარტს. “გურია ნიუსი“ სოციალურ ქსელში
2013 წლის 31 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, "მარგებელი ჰოლდინგი
2016 წლის 16 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში კრება უნდა
26 დეკემბერს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მრგვალი მაგიდა − ღია