მთავარი თემა

დაგვიანებული მკურნალობა თუ ექიმების დაუდევრობა - რა გახდა ფეხმძიმე ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზი

ჟანა მეგრელიშვილი  2015-05-06 22:31:20

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბჟოლიეთში მცხოვრებ 30 წლის ხათუნა ჩხატარაშვილს, ხუთშაბათს, 7 მაისს  დაკრძალავენ. ახალგაზრდა ქალის სიკვდილის მიზეზი, ახლობლების თქმით, ექიმების დაუდევრობაა, რასაც კატეგორიულად უარყობს იმ კლინიკის ხელმძღვანელი, სადაც პაციენტი პირველად მოათავსეს.

"გთხოვთ დაინტერესდით ოზურგეთის სავადმყოფოს ექიმების მანანა კუპრაძის და მაყვალა ინწკირველის სამარცხვინო საქციელით. კიდევ ერთი ორსული და მშობიარე შეიწირა მაგათ უცოდინრობამ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ოზურგეთში ხალხის სიკვდილი. ჩამოართვით ლიცენზია უცოდინარებს და დაიცავით ღარიბი, უცოდველი ხალხი. თორემ გამრავლება კი არა ,ასეთი ექიმები მალე გადაგვაშნებენ, ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა. დააობლეს 8 წლის ბავშვი და შეიწირეს 30 წლის ხათუნა ჩხატარაშვილის სიცოცხლე" _აღნიშნული განცხადებით ქუთაისში მცხოვრებმა ია მაღლაკელიძემ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა.

მაღლაკელიძე გარდაცვლილი ხათუნა ჩხატარაშვილის ახლო ნათესავია, მან "გურია ნიუსს" აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა და შპს "მედალფას" ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში მომუშავე ექიმებს არაპროფესიონალიზმში დასდო ბრალი. ია მაღლაკელიძე გარდაცვლილი 7 თვის ორსულის  სიკვდილის მიზეზად სწორედ ექიმების არაკომპეტენტურობას ასახელებს.

"ხათუნა  კონსულტაციებს  ოზურგეთში, შპს "მედალფაში"  გადიოდა, სადაც ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად ვითარდებაო. ერთ დღესაც  7 თვის ფეხმძიმე  ცუდად გახდა. ჰქონდა თავბრუხვევა და გულისრევის შეგრძნება, მიმართა ჩოხატაურის საავადმყოფოს, სადაც  გადასხმა გაიკეთა,  ექოსკოპიით  ნაყოფი დაუთვალიერეს და  ნორმალურად იყო, თუმცა  კონსულტაციითვის ექიმთან ოზურგეთში გააგზავნეს. ამის შემდეგ წავიდა ოზურგეთში, გაუკეთეს გადასხმა და იქედან წოლითი რეჟიმით გამოუშვეს სახლში, ცოტა ხანში ცუდად შეიქნა და ისევ  ოზურგეთში დაბრუნდა. თავიდან გაუკეთეს გადასხმა და ისევ  სახლში გამოუშვეს. ასე ატარეს  ხუთი დღე, ოზურგეთსა და ჩოხატაურს შორის.

შეიძლებოდა 7 თვის ფეხმძიმე ყოველდღე ჩოხატაურიდან ევლო ოზურგეთში, რომელსაც ფერი არ ედო სახეზე და უკვე გაშავებული იყო? ვერ უნდა მიმხდარიყო ექიმი, რომ იმას არ ჰქონდა ნორმალურად სიტუაცია? ბოლოს   სასწრაფომ წამოყვანა ოზურგეთში, იქ მიიღო ექიმმა მაყვალა ინწკირველმა. უთხრეს, რომ რომ ბავშვი უკვე მკვდარია და ნაყოფი გამოსაძევებელიო, რისთვისაც  ქუთაისში გაუშვა. სანამ არ მოკვდა ბავში, მანამ ნათესავებს არ ამცნეს.  - ჩვენ ვეღარ ვუშველეთო, თირკმლის უკმარისობა აქვსო, აპარატები აღარ გვაქვსო, - მერე ამბობდნენ. ღამის ათ საათზე ცხელ ხაზზე პატრულიდან დაწყებული ყველა შევძარი, ხალი კლინიკა  ქუთაისში ფეხზე დავაყენე, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ, იმშობიარა მკვდარი ნაყოფით, შემდეგ შეართეს აპარატზე რეანიმაციაში, მაგრამ ორგანიზმი მოწამლული იყო, გულმაც ვეღარ გაუძლო.

რომ არ  გაეჩერებინათ 24 საათი ოზურგეთში და უცებ გამოეშვათ,  შეიძლება ეს არ მომხდარიყო, რას უცდიდნენ, ფულის ჩარიცხვას?  სახეზე გაშავებული პაცინეტი როგორ გააჩერეს ? როგორ იმ წამსვე არ გაუშვეს? ისე მისცემდა მაგ ფულს, არ მოეკლათ, ოღონდ თავის დროზე გამოეშვათ, მის 8 წლის ბავშვს დედა მოუკლეს, ზუსტად მანდ, ოზურგეთის კლინიკაში მოკლეს, თავის დროზე არ გაუშვეს, ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, ოზურგეთში, როცა მშობიარეს კლავენ? მათ არაფერი იციან, ატყუებდნენ ერთ საათში გაგიშვებთო  და მთელი ღამე გააჩერეს", _ ამბობს ია მაღლაკელიძე და აღნიშნავს, რომ ასეთ ფაქტზე  თვალის დახუჭვა არ შეიძლება.

თუ ვინმემ არ ამოიღო ხმა და ასეთ რამეზე თვლი დავხუჭეთ, სხვას გააუბედურებენ, სხვას მოუკლავენ დედას, ცოლს, შვილს, ამ ექიმების არაპროფესიონალიზმის გამო. როგორ ბედავენ და როგორ კიდებენ ხელს კიდევ მშობიარეებს? მივწერე ჯანდაცვის სამინისტროს ამის შესახებ და პასუხს ველოდები"_ გვითხრა მაღლაკელიძემ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით  შპს "მედალფას" ოზურგეთის სამედეცინო ცენტრის დირექტორი  დავით მდინარაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ მისი კლინიკის ექიმებმა პაციენტის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა, უშედეგოდ.

"პაციენტი გადმოიყვნეს ჩოხატაურის საავადმყოფოდან, თუ არ მეშლება  დილის სამი საათი იყო. 30 კვირის ორსულს   სიყვითლე აღენიშნებოდა, როგორც ვიცი, ინტონსიკაციის ფონზე. 10-ის ნახევარზე, სავარაუდოდ, ნაყოფის გულისცემა აღარ ისმინებოდა.  გამოიძახეს სასწრაფო. პაციენტს ისევ  ჰქონდა პირღებინება, სიცხე. ავუღეთ  ანალიზები და როცა ნაყოფის გულისცემა  შეწყდა, მკვდარი ნაყოფის გამოსაძევებლად საჭირო მოქმედებები დავიწყეთ.

თუმცა, პაციენტს, 2 -3 საათითვის აღენიშნა თირკმლის უკმარისობა, შეიძლებოდა   ხელოვნური თირკმელიც დასჭირვებოდა, ამიტომ, რადგან  ჩვენს კლინიკაში არ არის ხელოვნური თირკმელი, ექიმმა გამოიძახა რეფერალური სამსახური და გადაიყვანეს ქუთაისის ინტერვენციულ ცენტრში, სადაც არანაირი ოპერაციული ჩარევა მას არ დასჭირვებია, იქ ერთ საათში მოხდა ნაყოფის გამოძევება.

მე-9 დღეს პაციენტი კლინიკაში გარდაიცვალა. საკმაოდ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, ღვიძლის ატროფია. ვუკავშირდებოდი  ქუთაისის საავადმყოფოს, იქაც მეუბნებოდნენ,  რომ ასეთი პაციენტი ჯერ ჩვენ არ გვინახავსო, ჩვენს პრაქტიკაში არ ყოფილაო, კოლეგები მეუბნებოდნენ, რომ ჩვენც არ ვიცით ეს რამ გამოიწვიაო", _აღნიშნავს მდინარაძე.

მისივე თქმით, პაციენტის ახლობლების პრეტენზიის შესახებ, რომლებიც „მედალფას" ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ, პირველად ჩვენგან შეიტყო და ამ პრეტენზიით მისთვის არავის მიუმართავს.

"რა პრეტენზიები აქვთ,  არაფერი არ ვიცი, მესმის პირველად თქვენგან,  ჩვენს მიმართ ვინმეს პრეტენზიები თუ გააჩნია, მიმართონ სამართალდამცავებს, როგორც კი დაინახა ექიმმა, რომ თირკმლის უკმარისობა იყო, მაშინვე გამოიძახა რეანომობილი. ვთვლი, რომ ექიმი მოიქცა სწორად, ვინ ვის რაში ადანაშაულებს,  ვერც თქვენ განსჯით ამას და მე თქვენზე მეტი ვიცი და არ ვთვლი ეგრე, მე მიმაჩნია, რომ ის ექიმი არის საკმაოდ კომპეტენტური და მოიქცა სწორად, მე თქვენ გეკითხებით, ექიმი როგორ უნდა მოქცეულიყო? ვინ რას ამბობს, ეს მათი პრობლემაა, თქვენ რატომღაც ყველას ხელს უწყობთ, ია მაღლაკელიძე რას გეუბნებათ და ვის რაში ადანაშაულებს ეს ია მაღლაკელიძის პრობლემაა, მიმართოს სამართალდამცავებს", _ გვითხრა დათო მდინარაძემ.

"გურია ნიუსი" ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


დღეს, ოზურგეთში მერის არჩევნების მეორე ტური იმართება , რომელშიც მონაწილეობას
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას ლავრენტი ქვილორია 10 აგვისტოდან ასრულებს _
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს "საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ გიორგი ამაშუკელი დაინიშნა.დაბადების თარიღი:
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გურიის რეგიონის ხელმძღვანელ გოჩა ძიმისტარაშვილის ინფორმაციით, "ქართული
ქუთაისის მერიაში პოლიტიკური ბრძოლა და ძალაუფლების გადანაწილების სურვილი