საზოგადოება

“ფორუმზე, საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ზოგადად თხილის, როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოება“

გიორგი გირკელიძე  2015-05-22 11:20:40

ანაკლიაში, სასტუმრო „პალმ ბიჩში“ საქართველოს თხილის დარგის მესვეურთა ფორუმი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა სოფლის მეურნეობის მინიტრმა ოთარ დანელიამ და  დასავლეთ საქართველოს მხარის გუბერნატორებმა, ასევე ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ENPARD-ის განმახორციელებელი კონსორციუმებისა და ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებმა მიიღეს. ფორუმში მონაწილეობა ფერმერებმა, აგრონომებმა, თხილის ადგილობრივმა და უცხოური საწარმოების ხელმძღვანელებმა  მიიღეს.

შეხვედრას ესწრებოდა გურიის გუბერნატორი, გია სალუქვაძემ.  სალუქვაძის თქმით, წლების განმავლობაში თხილის, როგორც კულტურის განაშენიანება, საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა, ამჯერად ვითარება სხვაგვარადაა. სტანდარტებს და ხარისხს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.   2013 წელს, 9 000 ტონა  თხილი გამზადდა  საექსპორტოდ. ხშირად,  თხილის კრეფის აგრო ვადები, მისი გაშრობისა და შემდგომ გადამუშავების ხარისხი თანამედროვე სტანდარტებით არ იყო დაცული. ანაკლიაში გამართულ ფორუმზე  სწორედ ამ  მიმართულებით გაკეთდა აქცენტი.

_ ფორუმზე, საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ზოგადად თხილის, როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოება და  ჩვენს ქვეყანაში მისი საექსპორტოდ  გატანის პერსპექტივები . როგორც მოგეხსენებათ საქართველო რიგით მესამე ქვეყანაა - იტალიისა და თურქეთის შემდეგ, სადაც თხილი საექსპორტოდ გააქვთ. საქართველოს მაგალითზე კი, გურიის მხარე  ერთ- ერთი საინტერესო და მიმზიდველია, როგორც ადგილობრივი ფერმერებისთვის, ასევე უცხოელი  ინვესტორებისთვის.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი ფორუმისა გახლდათ იმ მავნებლებზე ყურადღების გამახვილება , რომელიც თხილს ბოლო პერიოდის განმავლობაში სერიოზულ საფრთხეს უქმნის. საუბარია ამბროზიის ხოჭოსა და ტკიპაზე - ეს, ის მავნებელია, რომელიც ნაყოფს  ანადგურებს. დარგის სპეციალისტებმა იმსჯელეს, თუ როგორ ვებრძოლოთ მავნებლებს და რა პრევენციული ზომების გატარებაა შესაძლებელი
. _ გვითხრა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, გურიის სამხარეო ადმინისტრაციამ, გადაწყვეტილება მიიღო სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონული საინფორმაციო, საკონსულტაციო სამსახურთან ერთად,  მოამზადოს სპეციალური საინფორმაციო ფურცელი ფერმერებისთვის, რათა უკეთ შევებრძოლოთ მავნებლებს. ამ მიმართულებით სამხარეო ადმინისტრაციიდან წარმომადგენელი იმუშავებს და შესაბამის სამსახურებთან მუდმივი კონტაქტი ექნება.

აქვე გეტყვით, რომ ორშაბათიდან ეტაპობრივად შევხვდებით ყველა სოფლის რწმუნებულს და მათ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ მავნებლებისა  და მასთან ბრძოლის ხერხებთან დაკავშირებით. უამრავი დეტალია გათვალისწინებული საინფორმაციო ფურცლის შექმნისას, იქ განთავსდება ინფორმაცია შემწამლავი პრეპარატების, აგროვადების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შეწამვლის საათობრივი განრიგის შესახებ. საათობრივი ვადების დაცვა აუცილებელია, რადგანაც დღის განმავლობაში შესაწამლმა მასალამ, შესაძლოა ფუტკარს საფრთხე შეუქმნას.  ფერმერებს  შესაწამლი აპარატები დაურიგდებათ რათა პრევენციული ზომები დროულად გაატარონ. ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტებში  ამ კუთხით სრული მობილიზებაა გამოცხადებული. _ თქვა გია სალუქვაძემ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


"ივლიტას ბიბლიოთეკას" ახალი შენაძენი აქვს. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ
სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, საბერძნეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ათენიდან
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ პირველი
დღეს ფოთის საკატედრო ტაძარში, ფოთისა და ხობის ეპარქიის წინამძღვარმა, მიტროპოლიტმა გრიგოლმა,
თბილისში, სვანიძის ქუჩაზე კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია
დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ეს დღე მართლმადიდებელ