სამართალი

პროკურატურის განცხადება ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით

ლილე კაპანაძე  2015-06-10 15:36:14

ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის მიზნით წარიმართა სისხლის სამართლის საქმე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ნუგზარ კაიშაურის, დავით წიფურიას, გიორგი ლობჟანიძის, გიზო ღლონტის და არჩილ ალავიძის მიმართ. აღნიშნულ საქმეზე  მტკიცებულებების ძირითად ნაწილს მოეხსნა გრიფით საიდუმლო, ხოლო დოკუმენტების მცირე ნაწილი, ვინაიდან მოიცავდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფრომაციას, დარჩა საიდუმლოდ.

შესაბამისად, მოსამართლემ წინასასამართლო სხდომის დაწყებისას, 2015 წლის 01 აპრილს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და წინასასამართლო სხდომა გამოაცხადა დახურულად და საქმის განხილვა გაგრძელდა დახულულ რეჟიმში, ვინაიდან ხსენებულ საქმეზე დართული იყო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტები. 

წინასასამართლო სხდომის განხილვის მიმდინარეობისას დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ გამოიტანა განჩინება და ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მცირე ნაწილი ცნო დაუშვებლად, შესაბამისად სასამართლომ აღნიშნული განჩინების სამოტივაციო ნაწილი გამოაცხადა დახურულ საასამართლო სხდომაზე, ვინაიდან ჩათვალა, რომ განჩინების სამოტივაციო ნაწილი მოიცავდა საიდუმლო ინფორმაციას, შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილებით ხსენებული განჩინება დასაიდუმლოვდა.

ვინაიდან ბრალდების მხარე არ ეთანხმებოდა სასამართლოს ხსენებულ საიდუმლო განჩინებას დაუსაბუთებლობის მოტივით, გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ სააპელაციო წესით. იქიდან გამომდინარე, რომ გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება არის საიდუმლო, ჩვენს განჩინებასაც ავტომატურად მიენიჭა საიდუმლო გრიფი, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში საუბარია საიდუმლო განჩინების დეტალებზე, ასევე დანართად დართული აქვს საიდუმლო დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაცვის მხარის განცხადება, რომ თითქოსდა პროკურატურამ განზრახ მიანიჭა საიდუმლო გრიფი სააპელაციო საჩივარს შინაარსის ვითომდა საზოგადოებისათვის დასამალად, არის აშკარა ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საქართველოს პროკურატურა არ იყო უფლებამოსილი რომ საიდუმლო განჩინება გაესაჩივრებინა არასაიდუმლო საჩივრით და სწორედ ამიტომ ჩვენ ვიყავით ვალდებული ჩვენი საჩივრისთვის მიგვენიჭებინა საიდუმლო გრიფი, რომ არ დარღვეულიყო სახელმწიფო საიდუმლოება.

ეს ყველაფერი ძალიან კარგად არის ცნობილი დაცვის მხარისათვის, ვინაიდან ისინი უკვე 2 თვეზე მეტია, რაც ესწრებიან დახურულ სასამართლო სხდომებს, რომელიც დაიხურა მათივე შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლის მიერ სწორედ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მოტივით და ამ მიმართულებით მათ არასდროს არ გამოუთქვამთ პრეტენზია, ასევე არ გამოუთქვამთ პრეტენზია, რომ თვით გასაჩივრებული სასამართლოს განჩინებაც არის საიდუმლო. შესაბამისად ცალსახაა რომ მათი მსგავსი განცხადებები გაგრძელებაა მათი აბსურდული პიარკამპანიის, რომლის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოს პროკურატურის და ზოგადად გამოძიების პროცესის დისკრედიტაცია.

ამავდროულად გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ჩვენი სააპელაციო საჩივარი გადაგზავნილია საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, რათა მივიღოთ დასკვნა ერთადერთი კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოდან, თუ სააპელაციო საჩივრის რა ნაწილის გასაჯაროება შეიძლება. შესაბამისი დასკვნის მიღების შემდგომ ჩვენ აუცილებლად მოვხსნით საიდუმლო გრიფს სააპელაციო საჩივრის არასაიდუმლო ნაწილზე და ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მას" _ აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე: ადვოკატები პროკურატურის საჩივარზე გრიფის საიდუმლოს მოხსნას ითხოვენ

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ბრალდებულ  კ.ფ.-ს, საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით -  თავისუფლების
ორივე მსჯავრდებული ამ დროისთვის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულებაშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს
ადამიანის უფლებათა ცენტრს, სამართლებრივი დახმარების თხოვნით, მოქალაქე გიორგი გუდაძემ მიმართა. საქართველოს
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიები ფართოვდება - თბილისისა და ქუთაისის
ბიზნესმენ ბესო ხარძიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ კომენტარს, რომელიც მისმა დამ გააკეთა
ბათუმში, სუვენირების, ტანსაცმელებისა და სასურსათო სავაჭრო ობიექტები დააყაჩაღეს. დაზარალებულების ინფორმაციით,