მთავარი თემა

9 შვილის მამა, სავარაუდოდ, სირიაში ახალგაზრდების რეკრუტირებაშია ეჭვმიტანილი

ცისია ისაკაძე  2015-06-15 09:01:32

პანკისის ხეობაში გუშინ ჩატარებული სპეცოპერაცია ექვსი ადგილობრივის დაკავებით დასრულდა, თუმცა, მოგვიანებით, აიუფ ბორჩაშვილის გარდა ყველა მათგანი გაათავისუფლეს.

სოფელ ჯოყოლოს იმამი 35 წლის ბორჩაშვილი 9 შვილის მამაა. გავრცელებული ინფორმაციით მისი დაკავება " ისლამურ სახელმწიფოსთან" თანამშრომლობას და სირიაში პანკისელი ახალგაზრდების რეკრუტირებას უკავშირდება.

დაკავების ოპერაცია 14 ივნისს პანკისის გარდა თბილისსა და სოფელ ყარაჯალაშიც ჩატარდა.

თავად აიუფ ბორჩაშვილი კი სიძესთან და კიდევ ერთ თანხმლებ პირთან ერთად მაშინ დააკავეს, როცა თბილისიდან ხეობაში ბრუნდებოდა.

ახალგაზრდების სირიაში გამგზავრებასთან ბორჩაშვილის კავშირს ადგილობრივების ერთი ნაწილი უარყოფს, სწორედ ისინი აპირებენ დღეს საპროტესტო აქციის გამართვას სოფელ დუისში.

ბორჩაშვილის "ისლამურ სახელმწიფისთან"კავშირზე ტრადიციული ისლამის არაერთი მიმდევარი მიუთითებს, თუმცა ამის ხმამაღლა  თქმას ყველა ერიდება. 

როგორც პანკისელები ამბობენ, აიუფ ბორჩაშვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეგვიპტეში იმყოფებოდა, სადაც მან არაბული ენა შეისწავლა და როგორც მისი ახლობლები ამბობდნენ, "ორიგინალში შესძლო ყურანის წაკითხვა".

სავარაუდოდ სალაფიტიც სწორედ ამ დროიდან გახდა. სოფლის იმამი სამკურნალო ზეთებს ამზადებდა და თავადვე მკურნალობდა პაციენტებს. ამბობენ, რომ ეს იყო მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო, რადგან მრავალშვილიანი ოჯახი კარგა ხანს სოციალურ დახმარებასაც ითხოვდა.

2013 წლის ზაფხულში მან არასამთავრობო ორგანიზაცია "ვაინახები ადამიანთა უფლებებისათვის" ჩამოაყალიბა, რომელსაც თავადვე პრეზიდენტობდა. გამგეობის ხუთი წევრისაგან შემდგარი ორგანიზაცია ადამიანის უფლებების დაცვას, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრის მოწყობას და ტრენინგების ჩატარებას ისახავდა მიზნად.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ორგანიზაციის სახელმა რამდენჯერმე გაიჟღერა ჩეჩენი ეროვნების მოქალაქეების დაკავება-გაუჩინარების საქმეებთან დაკავშირებით _ ძირითადად ამ ღონისძიებათა გაპროტესტების კონტექსტში.

თავად აიუფ ბორჩაშვილი არასოდეს ერიდებოდა ადგილობრივ და უცხოურ მედიასთან ურთიერთობას და სირიაში ახალგაზრდების წასვლის მიზეზებზე საუბრობდა.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით გასულ წელს ბორჩაშვილი და თანამოაზრეები სოფლის ძველი სკოლის ყიდვას და იქ სასწავლო ცენტრის მოწყობას აპირებდნენ.  შენობის მესაკუთრე თანახმა იყო, გარიგება შედგა, ე.წ ბეც გადასცეს, თუმცა რამდენიმე დღეში პატრონმა სკოლის გაყიდვაზე უარი თქვა. როგორც ამბობენ ის უშიშროების სამსახურმა დაიბარა და შენობის ბორჩაშვილისთვის მიყიდვა აუკრძალა.

პანკისიდან სირიაში არასრულწლოვანი ახალგაზრდების წასვლის შემთხვევებმა ეს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახადა. გაუჩინარებული ბავშვების მშობლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარის ეფექტურ გამოძიებას დაპირდა.

ჯერჯერობით კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებულ ოპერაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია, შესაბამისად უცნობია კონკრეტულად რას ედავებიან სოფელ ჯოყოლოს იმამს.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ნინოწმინდელი ეკომიგრატების (სოფელი გორელოვკა) ერთი ნაწილი სოფელს
გაზი, წყალი და გაუწნედავი არხები - ეს ის პრობლემებია, რისი
საქართველოს პროკურატურამ "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული, დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების
ჩოხატაურში, "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატის სარეკლამო ბანერებზე ცოცხები წუხელ ღამით
ოზურგეთის ისტორია საფრთხეშია. წინასაარჩევნოდ, იუსტიციის სახლის მშენებლობის დროს აღმოჩენილი ძველი აბანოების
რამდენიმე დღეა, რაც 2010 წელი ისტორიას ჩაბარდა. ყველა წინა წლის