საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი თბილისის მოსახლეობას მადლობას უხდის

ლისა კოროშინაძე  2015-06-15 23:03:58

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ ადამიანებს მადლობას უხდის.

საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მეთაურმა მოხალისეების, მაშველების, ეროვნული გვარდიის და პოლიციის როლი განსაკუთრებით აღნიშნა.

ირაკლი ღარიბაშვილმა უპრეცენდენტო მხარდაჭერისთვის ასევე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხოლო კერძო კომპანიებს _ ტექნიკით, სურსათით და დაზარალებული მოსახლეობისთვის საჭირო ნივთებით უანგარო დახმარებისთვის.

„მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობას, რომელიც გაგებით მოეკიდა ჩვენს თხოვნას, მაქსიმალურად შეეზღუდა ავტომობილებით გადაადგილება. ამან ერთგვარი შვება მისცა სამუშაოების წარმოებას. ძალიან მნიშვნელოვანია, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაშიც გავიჭირვოთ და შევზღუდოთ ავტომობილებით გადაადგილება, რათა ამან ხელი არ შეუშალოს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას. მე მჯერა ხალხის სოლიდარობის და დარწმუნებული ვარ, ისინი ამას გაითვალისწინებენ", _ აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა მედიას და აღნიშნა, რომ მოვლენების სწორად გაშუქება და მოსახლეობისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მთავრობას პროცესების სწორ მართვას უმარტივებს.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


სახელოვნებო ინდუსტრია "არტპალასი" 2015 წლის 12 თებერვალს, სპორტის სასახლეში, დიდი
პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
ტელეკომპანია "მაესტროს" 25 % წილის მფლობელები მაკა ასათიანი და კოტე
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ახალი გადაცემის პროდიუსერი მაია თაბაგარი
საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში დასამტკიცებლად
შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად საგზაო–სატრანსპორტო