მსოფლიო

ბრიტანელმა სწავლულებმა იდეალური ჩაის ფორმულა გამოიყვანეს

გიორგი გაჩეჩილაძე  2015-07-07 13:38:59

ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა სწავლულებმა გაარკვიეს თუ როგორ უნდა მოვადუღოთ იდეალური ჩაი. მათი აზრით, მთავარი ინგრედიენტი   მოთმინებაა.

მათ გამოთვალეს, რომ ჩაი უნდა დავლოთ მომზადებიდან მხოლოდ ექვსი წუთის შემდეგ, დალევის დაწყება კი, აუცილებელია დაყენებიდან  არაუგვიანეს 17.5 წუთამდე, ვინაიდან სწორედ ეს დროა სასმელისთვის იდეალური.

ამის შემდეგ ტემპერატურა 45 გრადუსამდე ეცემა, რაც ნეგატიურად აისახება მის გემოზე. ამ სასმელისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა 60 გრადუსია, ხოლო ჭიქა ჩაიში რძის იდეალური რაოდენობა – 10 მილილიტრი.

ერთ-ერთი რძის პროდუქტების კომპანიის მიერ შეკრებილმა მკვლევართა ჯგუფმა 180 საათი გაატარა ლაბორატორიაში, სადაც მათ ტესტირება ჩაუტარეს ჩაის მომზადების სხვადასხვა მეთოდს. მოხალისეებს 285 ჭიქა ჩაის გასინჯვა მოუხდათ.

დადგენილია, რომ ბრიტანელები დღეში 165 მილიონ ფინჯან ჩაის მიირთმევენ, ანუ წელიწადში – 60.2 მილიარდს.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


რამდენიმე დღის წინ გამოცემამ "USA Today" საინტერესო და ამავდროულად დამაფიქრებელი
EURONEWS-ის ინფორმაციით, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ევროკავშირის ლიდერებმა ალეპოში შექმნილ ვითარებაზეც
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მორიგი უცნაური განკარგულება გასცა
ამერიკელი სპორტსმენი 37 წლის იან ფლანდერსი  შეჯიბრების დროს თურქეთში დაიღუპა. CBSNEWS-ის
სირიაში მოქმედმა აჯანყებულებმა პროვინცია ლატაკიაში რუსულ ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს. ამის
ქაბულში ორი აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს. როგორც ცნობილია, აფეთქებების