მსოფლიო

მეცნიერებმა დინოზავრების სხეულის ტემპერატურა გაზომეს

გიორგი გაჩეჩილაძე  2015-07-07 14:47:59

კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერმა პალეონტოლოგებმა შეძლეს განესაზღვრათ მილიონი წლის წინათ გადაშენებული გიგანტური ხვლიკების სხეულის ტემპერატურა. მათი გამოკვლევის მიხედვით, ბრახიოზავრის სხეულის ტემპერატურა, რომლის მასა 40-50 ტონას აღწევდა, ცელსიუსით 38.2 გრადუსი იყო, ხოლო მისი მონათესავე 20-ტონიანი კამარაზავრისა კი – 36.8 გრადუსი.

ტემპერატურის გაზომვა მათი კბილის ემალის ქიმიური ანალიზით გახდა შესაძლებელი. საქმე ისაა, რომ ზედა მჭრელი კბილების დამცავი გარსის შემადგენლობაში მცირე რაოდენობის თავისუფალი წყალი და ორგანული ნივთიერებებია. მათი პროცენტული რაოდენობა კი სხეულის საერთო ტემპერატურაზეა დამოკიდებული.

კვლევის შედეგი სენსაციურია.  თუმცა  მეცნიერებს მაინც არ აძლევს საშუალებას დადასტურებულად განაცხადონ, იყვნენ თუ არა გიგანტური დინოზავრები – ზაუროპადები, თბილსისხლიანები, ანუ, ახასიათებდათ თუ არა ისეთივე აქტიური ნივთიერებათა ცვლა, როგორც ძუძუმწოვრებს!

თუ ისეთივე ცივსისხლიანები იყვნენ, როგორიც დღევანდელი ნიანგებია და სხეულის მაღალ ტემპერატურას უდიდესი მასის წყალობით ინარჩუნებდნენ. ამ კითხვაზე  პასუხს კი საშუალო და მცირე ზომის დინოზავრთა გაქვავებულის ნაშთების შესწავლა გასცემს.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


იემენში  მომხდარი აფეთქების შედეგად  ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.
საუდის არაბეთში საავადმყოფოში ხანძრის გაჩენას მსხვერპლი მოყვა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC
ჩინეთი ტაივანს მოუწოდებს, რომ ტიბეტის სულიერ ლიდერს, დალაი ლამას, ქვეყანაში
რუსეთს სირიაში დამატებით მოწინავე საზენიტო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას გზავნის.  აღნიშნულ
ინდოეთში, მობილური პროვაიდერების მიერ მომხმარებლებისთვის უფასო ინტერნეტის პაკეტის მიწოდება აიკრძალება.
"თალიბანმა" ავღანეთის დედაქალაქში თავდაცვის სამინისტროსთან ახლოს 2 აფეთქება განახორციელა. აღნიშნულ