მსოფლიო

ევროპარლამენტარი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ბატალიონის შექმნისკენ მოუწოდებს

რუსა ოქრუაშვილი  2015-07-24 20:04:28

ლიტველი ევროპარლამენტარი გაბრიელუს ლანსბერგისი უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას ერთობლივი სამხედრო ბატალიონის შექმნისკენ მოუწოდებს.

IRT- ის ინფორმაციით, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობენ და რუსეთისგან ზეწოლას განიცდიან.

"ნატოში შესვლამდე ჩვენ შევქმენით ლიტვისა და პოლონეთის, ლატვიისა და ესტონეთის ბატალიონები. ვიმედოვნებ, ამის მსგავსად უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას შეუძლიათ ითანამშრომლონ. ამით ისინი დაამტკიცებენ, რომ შორს იყურებიან და არამარტო საკუთარი ეროვნული ინტერესებით შემოიფარგლებიან. მათ შეუძლიათ რამდენიმე სახელმწიფოს მოელაპარაკონ."_ განაცხადა გაბრიელუს ლანსბერგსმა.

გამოცემის ინფორმაციით, ევროპარლამენტარის შეთავაზებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. მას მიაჩნია, რომ ლიტვა სამაგალითოა და შესაძლოა საკუთარი  გამოცდილება გაუზიაროს.



გამოცემა "USA Today"-ის ინფორმაციით ჩინეთის ხელისუფალნი სიკვდილით სულ უფრო მეტ
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ირის 20 წლის შვილიშვილმა, კიმ
ბრიუსელში მოხდარი ტერაქტის შემდეგ საფრანგეთი საზღვრებთან უსაფრთხოებას აძლიერებს. აღნიშნულ ინფორმაციას
დღეს უკრაინის უმაღლეს რადაში პრემიერ სიტყვით გამოსვლის დროს ხელჩართული ჩხუბი
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ ფინანსური ბაზრის კონტროლის გამკაცრების გამო მისმა
ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ასამდე  გაიზარდა, 200-მდე ადამიანი