მთავარი თემა

ანტისანიტარია, პირუტყვი _ ბაზარი ცენტრალური სტადიონის ეზოში

ნატო გოგელია  2015-07-27 11:25:00

ჩოხატაურში წლებია ბაზრობა მხოლოდ კვირა დღეს იმართება. ბოლო ორი კვირაა, ბაზარში, რომელიც ავარიული იყო სარემონტო სამუშაოები დაიწყო და ბაზრობა ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის ცენტრალური სტადიონის ეზოში გადაიტანეს.

ფოტოების ნაწილი გუშინ, ბაზრობის დამთავრებიდან 4 საათში, 7 საათზეა გადაღებული. ნაწილი კი დღეს, 10 საათისთვის. 

ანტისანიტარია, სტადიონის ეზოში მოსეირნე მსხვილფეხა პირუტყვი, დახლები და მთელ ტერიტორიაზე მიმოფანტული პოლიეთილენის პარკები _ ეს ის რეალობაა, რომელიც ფეხბურთელებისთვის, მორაგბეებისთვის და იმავე ეზოში არსებული სპორტსკოლისა და სპორტის განვითარების ცენტრის თანამშრომლებისთვის პროტესტის მიზეზი ხდება.

სპორტის მესვეურები და გულშემატკივრები დახმარებას "გურია ნიუსს" სთხოვენ და ამბობენ, რომ თუკი ასეთი მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდა, მალე, ჩოხატაურს სტადიონი არ ექნება:

_ ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ, მიაწვდინეთ ვინმეს ხმა. ადგილობრივ ხელისუფლებას ვერაფერი გავაგებინეთ. თქვენც ხედავთ რა მდგომარეობაა.

ამ ტერიტორიაზე სამი სტადიონია, ადამიანები ცხოვრობენ, მუშაოებენ, ბავშვები ვარჯიშობენ. ასე როგორ შეიძლება?!

სად გინახავთ ბაზარი სტადიონის ეზოში იყოს?!

გვესმის, რომ აგარარული ბაზარი რემონტდება, მაგრამ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განეთავსებინათ დახლები _ თავისუფლად იყო ამის შესაძლებლობა.

რატომღაც ასე არ მოხდა და ვიღაცის მავნებლურ გონებაში გადაწყდა, რომ ბაზრობას სტადიონზე გამართავდნენ, _ ამბობენ ჩვენთან საუბრისას ის ადამიანები, რომლებსაც აღნიშნულ ტერიტორიასთან ყოველდღიური შეხება აქვთ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურში განმარტავენ, რომ ეს სიტუაცია რამდენიმე თვეს გაგრძელდება _ ახალი ბაზრის აშენებამდე და მანამდე უნდა "გავიჭირვოთ".

ეს "გაჭირვება" კი ტემპერეტურის მატებასთან ერთად, შესაძლოა საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ტერიტორიაზე მუშაობენ და ცხოვრობენ. მათი რიცხვი კი 300-ს აღწევს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე თამაზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ "ამ იდეაში წვლილი არ მიუძღვის":

_ არც კი ვიცი ვინ გადაწყვიტა და სიმართლე გითხრათ, არც მინახავს რა ხდება. არაფერი არ ვიცი და შესაბამისად, კომენტარსაც ვერ გავაკეთებ.

მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ამ იდეაში წვლილი არ მიმიძღვის, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ "მშენებლობის პროცესს კარკვეული დისკომფორტი ახლავს":

"წლეებია ჩვენი აგრარული ბაზარი მოუწესრიგებელია, უფრო მეტიც სამარცხვინო ლაქა იყო ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის. მალე ასე აღარ იქნება. მაისის ბოლოს გამოგვეყო რეგიონებში განსახირციელებელი პროექტების ფონდიდან თანხა. ერთი დღეც არ დაგვიკარგავს.

მომზადდა სატენდერო წინადადება და 29 ივნსს გამარჯვებულ კომპანიასთან (შ.პ.ს. ,,ზაზუ", დირექტორი მერაბ ტყეშელაშვილი) გაფორმდა კონტრაქტი. სარემონტო სამუშაოების ჩატარება  და თან ბაზრის ფუნქციონირება შეუძლებელი იყო ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით, მოვაჭრეები განთავსებულიყვნენ სტადიონის ეზოში, რომლის შესასვლელი მოწესრიგდა.

გამორიცხული იყო  რომ მოვაჭრეები მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე დატეულიყვნენ , მით უმეტეს ზაფხულში როცა ჩვენი მოსახლეობა მინიმუმ 40 % - ით იზრდება. რაც შეეხება  ტერიტორიის დანაგვიანებას, საკვირაო ბაზრობის შემდეგ ორშაბათს ხდება დასუფთავება.

ჩოხატაურში ბევრი  კარგი  და  საჭირო პროექტის განხორციელება მიმდინარეობს.

მშენებლობის პროცესს ახლავს კარკვეული დისკომფორტი, ამისთვის ბოდიშს ვუხდით ჩვენს თანამოქალაქეებს.

მშენებლობა დასრულდება და გვექნება გაცილებით უკეთესი მდგომარეობა ვიდრე გვქონდა" _ გვითხრა კუჭავამ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


რას ფიქრობს ახალი სახალხო დამცველი ტელეკომპანია "რუსთავი-2" ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას
_ მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ვარშალომიძის ქუჩა, _ ასეთი აბრებითაა
"თავისუფალი ზონა"  საგამოძიებო მედიაჯგუფის მიერ მოპოვებულ დოკუმენტს აქვეყნებს, სადაც 
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის #55 ბრძანების თანახმად, "ადგილობრივი თვითმმართველობის
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადამდგარ შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს გადაწყვეტილებას
16 აპრილს, ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა, გიორგი უშიკიშვილმა, ტრადიციულ