მსოფლიო

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება დაირღვა

რუსა ოქრუაშვილი  2015-09-02 14:52:28

აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე დამყარებული იმედები დაიმსხვრა. აღნიშნულ ინფორმაციას UKRAINE TODAY ავრცელებს.

მაუწყებლის ცნობით, უკრაინელებსა და რუსების მიერ მხარდაჭერილ მეამბოხეებს შორის, ქალაქ  სჩასტიაში შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც  ორი უკრაინელი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მეამბოხეები უკრაინელებს თავს დაესხნენ.

მომხდარის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელიც ძალაში 1 სექტემბერს შევიდა დაირღვა.

როგორც ცნობილია, უკრაინაში დონბასის რეგიონში 16 თვიანი ბრძოლის შედეგად 6 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


დიდი ბრიტანეთის ფოლადსადნობი  ქარხნის  ათასობით  მუშა ევროკავშირს დახმარებას სთხოვს. აღნიშნულ
სირიის ქალაქ ალეპოში საავადმყოფოზე საჰაერო იერიში განხორციელდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS
ანტიტერორისტული კოალიცია, რომელიც  "ისლამური სახელმწიფოს"  გასანადგურებლად შეიქმნა, სირიაში სამხედრო ბანაკის
ავტომანქანების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი, სამხრეთ კორეული "SsangYong", რუსული რუბლის მკვეთრად
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ამბობს, რომ 2014 წლის თებერვალში
მინსკში, უკრაინის კრიზისის შესახებ შეხვედრა ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. როგორც