მსოფლიო

პეტერბურგის ხელისუფლება ავია-კატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს 1 მილიონ რუბლს გადაუხდის

დავით მეგრელიშვილი  2015-11-02 15:33:14

პეტერბურგის ხელისუფლება ეგვიპტეში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრების ყველა ოჯახს 1 მილიონ რუბლს გადაუხდის. ამ ინფორმაციას პეტერბურგის ინტერნეტ-გაზეთი „ფონტანკა“ ავრცელებს.
ინტერნეტ-გაზეთის ცნობით, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად კომპენსაციას დაღუპულთა ყველა ოჯახი მიიღებს. გარდა ამისა ეკიპაჟის წევრთა ოჯახებიც კომპენსაციის სახით1 მილიონ რუბლს მიიღებენ.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია „კოგალიმავია“-ს კუთვნილი თვითმფრინავი „Airbus A321“, რომელიც შარმ-ელ-შეიხიდან პეტერბურგის მიმართულებით მიფრინავდა, სინას ნახევარკუნძულზე 31 ოქტომბრის დილით ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 7 წევრი და 217 მგზავრი ადგილზე დაიღუპა. დღეს დილით 144 მგზავრის ცხედარი ქაიროდან პეტერბურგში გადაასვენეს.

წყარო:

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ინტერნეტში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ, თითქოს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ
დეტროიტში ბავშვის დაბადების დღის წვეულებაზე  ატეხილი სროლის შედეგად 1 ადამიანი
ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საუდის არაბეთში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. ძალოვანებმა 400-ზე
ამერიკის შეერთებულ შტატების ჩრდილოეთისა და სამხრეთის სანაპირო ზოლს, ამ წლის
ევროზონის ლიდერებმა მოლაპარაკებისას, რომელიც 17 საათს გაგრძელდა, საბერძნეთთან დაკავშირებით შეთანხმებას
THE INDEPENDENT-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ერთ-ერთი ცნობილი, ჰაკერულ დაჯგუფების