მსოფლიო

„ისლამური სახელმწიფო“ ვაშინგტონს და ევროპას ემუქრება

რუსა ოქრუაშვილი  2015-11-16 18:48:37

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები მორიგ ვიდეოს ავრცელებენ, სადაც პარიზის მსგავსი ტერაქტით  ვაშინგტონსა და ევროპას  ემუქრებიან. აღნიშნულ ინფორმაციას THE WASHINGTONPOST ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ვიდეო ექვს წუთს გრძელდება და მასში საინფორმაციო კლიპების სახით შემდგომი თავდასხმის ადგილებია ასახული. შემდეგ კი ვიდეოში საუბრობს კაცი, რომელიც "ჯვაროსანთა ერების კოალიციას", განსაკუთრებით კი ვაშინგტონს ემუქრება.

"ჩვენ ვამბობთ, რომ ჯვაროსანთა წევრ ქვეყნებს, დაუდგებათ ისეთივე დღე როგორიც  საფრანგეთს უდგას. ღვთის ნებით, ჩვენ იერიში მივიტანეთ საფრანგეთის ცენტრში, პარიზის მაცხოვრებლებზე. ჩვენ ვდებთ ფიცს, რომ მსგავსი დღე ელოდებათ  ამერიკაში, ვაშინგტონის მცხვრებლებს, "_აღნიშნულია ვიდეოში.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ მსგავსი ტიპის თავდასხმებს ევროპის ქვეყნებიც უნდა ელოდნონ.

"ვეუბნები ევროპის ქვეყნებს, რომ დაგველოდნონ. ჩვენ მოვდივართ ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და მაყუჩიანი იარაღით, ხოლო  თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენს შეჩერებას, რადგან დღეს, უფრო ძლიერები ვართ,  ვიდრე ადრე ვიყავით,"_ განაცხადა "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლმა.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ბარსელონამ ტურისტებს ქალაქის 60%-ში ავტომობილის მართვა აუკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას INDEPENDENT
ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა,
თურქეთის  პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნატო-ს მოუწოდებს უფრო მეტი გააკეთოს
რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადეს.
აფრიკაში საფარას პარკში ტურისტების ავტომობილს მარტორქა დაეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას DAILYMAIL
ბრაზილიაში სავარაუდოდ თანამედროვე გველის წინაპარი 4 ფეხიანი რეპტილია აღმოაჩინეს. BBC- ის