მსოფლიო

ჰამბურგმა 2024 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე უარი თქვა

რუსა ოქრუაშვილი  2015-11-30 16:39:58

ჰამბურგში 2024 წლის ოლიმპიურ თამაშების მასპინძლობაზე უარი თქვეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

მაუწყებლის ინფორმაციით, ჰამბურგის  მოსახლეობის  ორმოცდათერთმეტ პროცენტზე მეტმა კვირას  ჩატარებულ რეფერენდუმში ოლიმპიური თამაშების  მასპინძლობაზე უარი თქვა.

როგორც ცნობილია, ჰამბურგი ერთ-ერთი ქალაქი იყო  რომის, პარიზის, ბუდაპეშტსა და ლოს-ანჯელესს შორის, სადაც ოლიმპიადა უნდა გამართულიყო.

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიას ოლიმპიური თამაშებისთვის 1972 წლის შემდეგ აღარ უმასპინძლია.

ჰამბურგის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ღონისძიებაში  მილიონ  ევროზე  მეტს დახარჯავდა, თუმცა უდიდესი მნიშვნელობა ეროვნული ხელისუფლების მიერ გაღებულ თანხას მიენიჭებოდა.

გერმანიის ოლიმპიური სპორტული კონფედერაციის ხელმძღვანელის, მაიკლ  ვესპერს მიაჩნია, რომ პარიზში მომხდარმა ტერაქტმა და ასევე მიგრანტების კრიზისმა ჰამბურგელების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა მოახდინა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპიკერის თქმით,  ქალაქმა და სპორტის განვითარებამ გერმანიაში დიდი შანსი დაკარგა.

„ჩვენ, ყველა ველოდებით 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საინტერესოდ ჩატარებას. ახლა დარჩენილ ოთხ ქალაქს შორის დიდი შეჯიბრი გაიმართება გამარჯვებულის გამოსავლენად,“_განაცხადა მან.

როგორც ცნობილია,  ადგილი თუ სად გაიმართება 2024 წლის ოლიმპიური თამაშები 2017 წლის სექტემბერში გახდება ცნობილი.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ვენესუელაში, ქალაქ  ვალენსიასთან  მდებარე ერთ-ერთ ციხეში ხანძარი გაჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა 22 მარტს კუბას ეწვევა.
თურქეთის ელჩი რუსეთის ფედერაციაში საპროტესტო ნოტის გადასაცემად ქვეყნის საგარეო საქმეთა
ირანში ოთხ ჟურნალისტს პატიმრობა შეუფარდეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მაუწყებლის ინფორმაციით,
კალიფორნიაში, სამედიცინო ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. აღნიშნულ ინფორმაციას USATODAY ავრცელებს. როგორც
ესპანეთის დასავლეთით მდებარე უძველესი ქალაქი სალამანკა  ქვეყნის ერთ-ერთ კულტურულ და