მსოფლიო

თურქი პარლამენტარი: თურქეთი ისლამურ სახელმწიფოს ქიმიური იარაღის მიღებაში დაეხმარა

დავით მეგრელიშვილი  2015-12-14 22:12:21

"ისლამური სახელმწიფოს"  ხელში ქიმიური იარაღი თურქული მხარის დახმარებით მოხდა. ეს ბრალდება თურქული რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა და დეპუტატმა ერენ ერდემმა გააჟღერა. ამ ინფორმაციას რუსული მედია-საშუალებები ავრცელებენ.
ერდემმა ამასთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატარა და იპოვა დოკუმენტები, რომლებიც ზემოთხსენებულ ფაქტს მოწმობენ. ჟურნალისტებთან ინტერვიუში თურქმა პარლამენტარმა განაცხადა, რომ თურქულმა მხარემ  ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს საბრძოლო გაზის შემადგენელი კომპონენტები მიაწოდა.
„ქიმიური იარაღის კომპონენტები თურქეთიდან ჩატანილი იქნა სირიაში და ისლამური სახელმწიფოს ბანაკში მისი დაკომპლექტება განხორციელდა. იმ დროისთვის „ისლამური სახელმწიფო“ ცნობილი იყო, როგორც „ალ-ქაიდას“ ერაყული განყოფილება. ჩვენ გვაქვს ჩანაწერები, რომელიც ამ ფაქტს ადასტურებს. ქალაქ ადანის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და ეჭვმიტანილებიც დააკავა. თუმცა ერთი კვირის შემდეგ პროკურორის შეცვლა მოხდა და ყველა გაანთავისუფლეს. მათ თურქეთის საზღვარი სირიის მიმართულებით გადაკვეთეს“ -აცხადებს ერდემი.
ერდემი ფიქრობს, რომ ისლამისტებმა მიღებული ზარინი 2013 წლის აგვისტოში დამასკოს გარეუბნებზე თავდასხმისას გამოიყენეს, რა დროსაც ასეულობით ადამიანი დაიღუპა.
10 დეკემბერს ერდემმა დანაშაულის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები   თურქეთის პარლამენტსაც გააცნო.
ერენ ერდემი თავის ბრალდებაში უშუალოდ თურქეთის ხელისუფლების ბრალეულობაზე არ საუბრობს. თუმცა  რუსეთ-თურქეთის გართულებული ურთიერთობის ფონზე, რუსული მხარე ცდილობს თურქეთის მთავრობის ბრალეულობა გამოკვეთოს და შეიძლება ითქვას, რომ ერდემის ეს ბრალდება ორ ქვეყანას შორის გაჩაღებულ საინფორმაციო ომში მათ მნიშვნელოვან წარმატებას მოუტანს.

მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ერენ ერდემის ვიდეო ინტერვიუ:
www.youtube.com/watch?v=oGvGDUagEAA

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


საფრანგეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დაადგინეს იმ ტერორისტის ვინაობა, რომელიც გუშინ ნიცაში,
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განცხადა, რომ რუსეთის სამხედრო რიტორიკა
ამერიკის 45-ე პრეზიდენტის-დონალდ ტრამიის ინაუგურაციას მსოფლიო სხვადასხვანაირად გამოეხმაურა.ბრიტანეთის ყოფილი საგარეო
რუსეთის მოქალაქეებს უყვართ ბელარუსი და ჩინეთი, აშშ-ს და ევროკავშირს კი
"ბოკო ჰარამის" დაჯგუფებამ  ჩრდილოეთ კამერუნში მორიგი თავდასხმა განახორციელა. CBS NEWS-ის ცნობით,
CNN  თავისუფალი სირიის სარდალთან, ამბოხებულების ლიდერთან და ერთ-ერთ მდიდარ ბიზნესმენთან,