მსოფლიო

"პეპსიკო" 1.26 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს

გიორგი გაჩეჩილაძე  2016-02-09 14:51:40

ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ვისკონსინის შტატის სასამართლომ მსოფლიოში გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი კომპანია "პეპსიკო" 1,26 მილიარდი დოლარით დააჯარიმა.

კომპანიას უმსხვილესი ჯარიმის თავიდან აცილებაც შეეძლო, მაგრამ ამას "პეპსიკოს" იურიდიული სამსახურის მდივნის უყურადღებობამ შეუშალა ხელი, რომელსაც, უბრალოდ, იმ წერილის არსებობა დაავიწყდა, რომლითაც კომპანიის წარმომადგენლებს სასამართლოში იწვევდნენ.

დავა, რომლის განხილვაც სასამართლოში მიმდინარეობდა, სათავეს 2003 წლიდან იღებს, როდესაც ამერიკის ორმა მოქალაქემ, ჩარლზ ჯოისმა და ჯეიმს ვოიტმა "პეპსიკოს", "ვის პაკისა" და "კაროლინა ქენერსის" დისტრიბუტორებს ჩამოსხმული წყლის ბოთლებით გაყიდვა შესთავაზა. ამ შეთავაზებაზე აღნიშნულმა კომპანიებმა უარი განაცხადეს, მაგრამ, იდეა "პეპსიკოს" მენეჯერებს ჩაუვარდათ ხელში.

რამდენიმე წლის შემდეგ "პეპსიკომ"ბოთლებში ჩამოსხმული წყლის გაყიდვა დაიწყო, რომელიც მსოფლიოში "აკვა მინერალეს" ბრენდით გამოდის.

ჯოისმა და ვოიტმა "პეპსიკოს" სასამართლოში უჩივლეს.

საბოლოოდ ვისკონსინის სასამართლომ "პეპსიკოს" 1,26 მილიარდი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა, რადგან ამ უკანასკნელის წარმომადგენელი სასამართლოში არ გამოცხადებულა.

„პეპსიკომ“ ამ საქმეს ყურადღება მხოლოდ მაშინ მიაქცია, როდესაც ოფიციალური შეტყობინება მიიღო მილიარდზე მეტი დოლარის გადახდის აუცილებლობის შესახებ.

ამერიკული კომპანია უახლოეს ხანებში ჯარიმის გადახდის თავიდან აცილებას სასამართლოში საქმის გარჩევის გაგრძელების გზით აპირებს.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


EURONEWS-ის ინფორმაციით, 2016 წლის ნობელის პრემია ქიმიის დარგში სტრასბურგის უნივერსიტეტიდან
თურქეთის ხელისუფლებამ განათლების სამინისტრის 1980 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავსუფლა. ამის შესახებ
თურქეთი სირიაში ტანკებს გზავნის. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, თურქეთის
დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს დღეს 90 წელი შეუსრულდა. აღნიშნულ
BBC-ის ინფორმაციით,უკრაინის სასამართლომ რუსული სპეცსამსახურის ორ ჯარისკაცს  ტერორიზმის ბრალდებით 14
13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, გერმანიამ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ