მსოფლიო

აშშ–ის ხელისუფლება კომპანიებს სარეიტინგო სააგენტოებს თავად შეურჩევს

გიორგი გაჩეჩილაძე  2016-02-15 15:00:06

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ სხვადასხვა ფინანსური პროდუქტის სარეიტინგო შეფასების პროცესის მექანიზმში ჩარევა გადაწყვიტა.

სენატმა კანონში შესწორება შეიტანა, რომლითაც კომპანიებს აეკრძალათ თავადვე შეარჩიონ სარეიტინგო სააგენტოები.

თუ ამ ინიციატივას წარმომადგენელთა პალატაშიც დაუჭერენ მხარს, შესაძლოა, უმსხვილესმა სარეიტინგო სააგენტოებმა შესაბამისი ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგონ, უფრო მცირე კონკურენტების სასარგებლოდ.

აქამდე ფინანსური კომპანიები, რომლებიც ამა თუ იმ პროდუქტს სთავაზობდნენ საზოგადოებას, თავადვე ირჩევდნენ სააგენტოს, რომელიც ფასიანი ქაღალდების საიმედოობას აფასებდა. ამ ვითარებაში ხშირი იყო შემთხვევები, როცა კომპანიები იმ სარეიტინგო სააგენტოს ირჩევდნენ, რომლისგანაც საუკეთესო შეფასება გარანტირებული იყო.

არსებული კანონის შეცვლის შემთხვევაში კომპანიების მაგივრად სარეიტინგო სააგენტოს სპეციალური ორგანო შეარჩევს. ინტერესთა ბალანსის დასაცავად, ამ ორგანოს შემადგენლობაში ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენელი შევა.

ყველაზე მეტი წარმომადგენელი ინვესტორებს ეყოლებათ. მათ გარდა, ადგილები კომპანიის, სარეიტინგო სააგენტოების წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს შორის გადანაწილდება.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


სტამბოლში განგაშია, გადაკეტილია ქალაქის ორი მთავარი, ბოსფორის და სულთან მეჰმეტის
ლგბტ აქტივისტებმა ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის საცხოვრებელი
BBC-ის ინფორმაციით, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიციუსი აცხადებს, რომ
ეგეოსის ზღვაში 2 გემი ჩაიძირა,რომლითაც მიგრანტები მგზავრობდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC
იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 290-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS
ამერიკის შეერთებულ შტატების ჩრდილოეთისა და სამხრეთის სანაპირო ზოლს, ამ წლის