მსოფლიო

მაკედონია მიგრანტებს აღარ მიიღებს

რუსა ოქრუაშვილი  2016-03-09 18:12:26

მაკედონია მიგრანტებს აღარ მიიღებს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ქვეყანაში შესვლის უფლება არცერთ მიგრანტს აღარ აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთი-მაკედონიას საზღვარზე 13 000-ზე მეტი ლტოლვილი იმყოფება.

მაუწყებლის ცნობით, მაკედონიამ საზღვრების დაკეტვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სლოვენიამ ლტოლვილებს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა, ხოლო ხორვატიამ და სერბიამ განაცხადეს, რომ სლოვენიას მიბაძავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირისა და თურქეთის მიერ ჩატარებული საიმიგრაციო სამიტის შემდეგ მიიღეს.

 სამიტზე შემუშავებული გეგმის თანახმად თურქეთიდან საბერძნეთში ჩასულ ყველა ლტოლვილს თურქეთში დააბრუნებენ. ასევე საბერძნეთში ჩასულ ლტოლვილებს  უკან, სირიაში გააბრუნებენ, რაც შეეხება თურქეთში მყოფ სირიელ ლტოლვილებს, მათ ევროკავშირში გადაასახლებენ.



ცენტრალურ იტალიაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, პირველი
BBC -ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სტიქიას ებრძვიან. მეტეოროლოგების ცნობით, შტორმი,
ამ დროისთვის BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიაში მიწისძვრის შედეგად
ბერძენმა პარლამენტარებმა ევროკავშირთან დადებულ ხელშეკრულებას კიდევ ერთხელ უყარეს კენჭი. BBC- ის
ჩინეთის ხელისუფლება სინძიანის მოსახლეობას მოუწოდებს პასპორტები პოლიციას ჩააბარონ. აღნიშნულ ინფორმაციას
კენიაში საჰაერო იერიშის შედეგად სომალში ალ-შაბიბის  დაზვერვის უფროსი მოკლეს. აღნიშნულ