მსოფლიო

თურქეთმა „ქურთისტანის მუშათა პარტიაზე“ იერიში მიიტანა

რუსა ოქრუაშვილი  2016-03-14 17:43:03

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში და ერაყში  "ქურთისტანის მუშათა პარტიაზე" საჰაერო იერიში  მიიტანა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

მაუწყებლის ინფორმაციით, საჰაერო იერიშები თურქეთმა ქანდილისა და გარას სექტორში თერთმეტი საბრძოლო თვითმფრინავით განახორციელა.

როგორც ცნობილია, ქვეყანამ "ქურთისტანის მუშათა პარტიაზე" იერიში პრეზიდენტის განცხადების შემდეგ მიიტანა.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა, კვირას, ანკარაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ პირობა დადო, რომ ტერორიზმს დააჩოქებს.

როგორც ცნობილია, ტერაქტს 36 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი თავდამსხმელი.

მაუწყებლის ინფორმაციით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა თურქეთის ოფიციალური პირების თქმით, ტერაქტი "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წევრი ერთ-ერთი ქალის ორგანიზებულია.



"ტრადიციულ ნავთობპროდუქტებზე გაცილებით მეტი ზიანი მოაქვს ბიოსაწვავს" – ამტკიცებს გარემოს
როგორც სააგენტო "როიტერსი" იტყობინება, ტერორისტული მოძრაობა "თალიბანი" დონალდ ტრამპს ავღანეთიდან
„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ერაყის ქალაქ მოსულში, მშობლების თვალწინ 15 ბავშვი
ხმელთაშუა ზღვაში ნავი ჩაიძირა, რომლითაც მიგრანტები გადაჰყავდათ. BBC -ის მიერ გავრცელებული
ავსტრიელმა არქეოლოგებმა კაიროს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დასახლების თალ ად-დაბის მიდამოების რადიოლოკაციური
"მსოფლიოში აღიარებული ფილანტროპი მილიარდერის, უორენ ბაფეტის კომპანია "ბერკშირ ჰეტევეი" რიგით