სამართალი

მეგობარი მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 20 წლის გოგონა დააკავეს

თამთა კაკაურიძე  2016-03-17 18:04:31

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული თინათინ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით გორში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გორში ნაცნობ ახალგაზრდა მამაკაცს, მისივე საცხოვრებელ ბინაში, ყავაში საძილე აბები ჩაუყარა, რის შემდეგაც ბინაში ბენზინი მოასხა, ხანძარი განზრახ გააჩინა, კარი ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძინარე მამაკაცი, სავარაუდოდ, კვამლით გაიგუდა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

"სამართალდამცველებმა ქალაქ გორში გვიან ღამით შენიშნეს ახალგაზრდა ქალი, რომლის ქცევაც ეჭვს იწვევდა. მან პოლიციელების დანახვისთანავე მიმალვა სცადა. სამართალდამცველებმა იგი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ გოგონას ზედაპირული დათვალიერების შედეგად, მისი ერთ-ერთი ჯიბიდან ბინის გასაღები და მობილური ტელეფონი ამოიღო, რომლებიც, როგორც შემდეგ დადგინდა, გარდაცვლილ მამაკაცს ეკუთვნოდა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)", _ აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.



ლისის ტბაზე 52 წლის მამაკაცს ეძებენ. სამძებრო-სამუშაოები ტბაზე გუშინ საღამოს
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს განმარტება გავაკეთოთ  საქართველოს მთავარ პროკურატურაში
თბილისის საქალაქო სასამართლო ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ამნისტიით გათავისუფლებული გიორგი ბეჟაშვილის
გუშინ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით კეკენაძემ ნინა ხატისკაცის მეუღლეს,
ქედაში, სოფელ ცხმორისის გზაზე, მდინარე აჭარისწყალში ავტომობილი გადავარდა. შემთხვევის შედეგად
"გურია ნიუსის" ინფორმაციით პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების ბრალდებით კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი