საზოგადოება

არ ვაპირებთ ვიყოთ იარაღი რომელიმე მხარის ხელში - "მაესტროს" ჟურნალისტების განცხადება

თამთა კაკაურიძე  2016-03-18 13:30:13

ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ ახლა უფრო მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე დავის დაწყებამდე.

"ჩვენ, ჟურნალისტები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უზრუნველვყოფდით "მაესტროს" ეთერის უწყვეტობას, პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა იმ ინფორმაციაზე, რასაც ამ პერიოდის განმავლობაში მაყურებელს ვაწვდიდით და რომელსაც საინფორმაციო სამსახური ერთობლივად ამზადებდა. ჩვენი პოზიცია უცვლელია. მაგრამ ახლა უფრო მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე დავის დაწყებამდე. ჩვენთვის მოულოდნელი იყო ერთ-ერთი დამფუძნებლისა და მეწილის, ეკა აკობიას განცხადება, სიახლეა ისიც, რომ ამ დავას მხოლოდ ორი მხარე ჰყავს და მათ შორის მოლაპარაკება შესაძლებელია.

მივმართავთ დავაში მონაწილე ყველა მხარეს, მოგვცეს შესაძლებლობა, ჩვენი პროფესიული საქმიანობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში შევასრულოთ. ყველა მხარემ დაიცვას ის ვალდებულებები, რაც თანამშრომლების წინაშე აკისრიათ, მათ შორის ფინანსურიც.

ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ იარაღი რომელიმე მხარის ხელში. ვიაზრებთ პასუხისმგებლობას ჩვენი მაყურებლისა და საზოგადოების წინაშე. როგორც ჟურნალისტებს გვაქვს კითხვები სასამართლოსთან, სწორედ ამიტომ დღეს ისევ ვიკრიბებით 15 საათზე საქალაქო სასამართლოსთან და ველით ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია", _ აღნიშნულია განცხადებაში. 

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ამერიკის შეერთებული შტატები ახალი კოსმოსური პროგრამის რეალიზაციას შეუდგა. საქმე ეხება
თურქეთის სანაპიროსთან ჩაძირული ტვირთმზიდი გემის "ვერას" ეკიპაჟის ქართველი წევრი, მურმან
"არა მცოცავ ოკუპაციას და სოჭის ოლიმპიადას" - ამ სახელწოდებით აქცია
წლიდან, საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეები სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ. გარდა
დღეს, ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლის 12 წლის მოსწავლე, სკოლის კიბეზე