მსოფლიო

მუდმივი ცეცხლის გამოცანა

გიორგი გაჩეჩილაძე  2016-03-22 14:42:27

ინდიანას შტატის უნივერსიტეტის მეცნიერები კარგა ხანია, აკვირდებიან, ნიუ-იორკის Chestnut Ridge Park-ში მოგიზგიზე მუდმივ კოცონს.

დაადგინეს, რომ ამ ტერიტორიის მთის ქანებს არ გააჩნია გაზის გამოსამუშავებლად აუცილებელი ტემპერატურა, რაც ნიშნავს, რომ მუდმივი ცეცხლი, რომელიც ზუსტად შადრევნის ქვეშაა, სულ სხვა მექანიზმით გამომუშავებული გაზით იკვებება, მაგრამ, კერძოდ რით, სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს.

საერთოდ, ყველაზე ხშირად გაზი გრუნტიდან გამოიყოფა, სადაც ბაქტერიები შთანთქავენ მეთანს და გარდაქმნიან ნახშირმჟავა გაზად. ეს გაზი სწრაფად იფანტება და ალით მისი წვა შეუძლებელია. ნიუ-იორკის შემთხვევაში, გაზი ქვების ღრიჭოში, ბუნებრივ კამერაში გამოდის, რაც ხელს უშლის გაზის გარდაქმნას, შესაბამისად – მის გაფანტვას და ის ამგვარად ინარჩუნებს თვისებას, იყოს ბუნებრივი საწვავი.  ამიტომაა, რომ კოცონი, რომელიც, სპეციალისტთა აზრით, ადგილობრივებმა ათასი წლის წინათ დაანთეს, ჩაუქრობლად ანთია.

ბუნებრივი მუდმივი ცეცხლი, ისეთი, როგორიც ნიუ-იორკის შტატშია, დედამიწაზე საკმაოდ იშვიათია. ის ყველაზე მეტი კონცენტრაციით შეიცავს ეთანსა და პროპანს. მისი წვის ტემპერატურა წყლის დუღილის წერტილთან, ანუ, 100 გრადუსთან მერყეობს.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


საფრანგეთმა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კვირას ღამით საჰაერო დარტყმების განხორციელება დაიწყო.
უზბეკეთში მცხოვრები ყირგიზული ანკლავის – "ბარაკის" წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებული შტატების
ექსპერტების გამოკითხვის შედეგად, უკრაინაში წლის ყველაზე წარმატებულ პოლიტიკოსად მიხეილ სააკაშვილი
სომალის დედაქალაქ მოგადიშოში საგზაო პოლიციის შტაბბინასთან აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას
თურქეთი ბრიტანულ სამაუწყებლო კომპანია BBC-ის ტერორიზმის მხარდაჭერასა და ქურთული მუშათა
ცნობილი დიზაინერი მოდის სამყაროში მადამ კარვენი,  პარიზში, 105 წლის ასაკში