საზოგადოება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა "გურია ნიუსის" სტატიას ეხმაურება

  2016-04-09 11:11:39

„გურია ნიუსის“ ვებგვერდზე  სოფელ შუხუთში გამართული შეხვედრა არასწორი ინტერპრეტაციით შუქდება. გვინდა განვმარტოთ, შუხუთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის ერთი ნაწილი  რამდენიმე დღის წინ მუნიციპალიტეტის გამგებელს  შეხვდა, სადაც ბატონმა ზაზამ თავად შესთავაზა, რომ სოფლის მოსახლეობასაც შეხვდებოდა.

იმის გამო რომ 8 აპრილს დაინიშნა საატესტაციო კომისიის სხდომა, ეცნობა გამგებლის წარმომადგენელს ბატონ დავით ფირცხალაიშვილს, რომ შეხვედრა  13 საათსა და 30 წუთზე შედგებოდა. მუნიციპალიტეტის გამგებელი და მოადგილე დღეს შუხუთში ზუსტად ორის ნახევარზე იმყოფებოდა.

ახლა რაც შეეხება კახა ასკურავას ბრალდებას _  ბატონი კახა რატომ არ საუბრობს იმ ფაქტზე თუ რატომ  აღმოჩნდა ამ სოფლის მოსახლეობა ასეთ  დღეში? თავიდანვე რატომ არ გაჰყვა ცენტრალურ მაგისტრალს გაზის მილი, რატომ მოხდა გაზის შეყვანა სხვადასხვა უბნებში?! ალბათ, ამ საკითხით საჭირო ინსტანციები დაინტერესდებიან. დღეს მოსახლეობა სწორედ იმ ხელისფლების არასწორი მოქმედების გამო არიან ჩავარდნილი ასეთ დღეში.

რაც შეეხება გვიმბალაურს, ამ საკითხის გადაჭრა ჩვენგან დამოუკიდებლად მოხდა და „ოცნების მაღალჩინოსანთა ინტერესი“ აქ არაფერ შუაშია.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური

(R)

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სურების მოსახლეობის ნაწილი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორემ აფხაზეთის ომში
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 13 აპრილს განმუხურის ამფითეატრში ჩატარდა აქცია-კონცერტი _
ჩვენი წყაროს ცნობით, ქალაქ ლანჩხუთში მდებარე, როგორც გურულებმა ხუმრობით
2014 წლის 26 დეკემბერს "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" ორგანულ კანონში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს 1-ელ ივნისს, მდინარე იანძიზე