მკითხველი

პასუხი წერილზე _ "დვაბზუს მოსახლეობა "ჯეოსელის" წინააღმდეგ"

ადმინისტრატორი  2016-05-20 14:16:25

სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის  ინგლისური ენის მასწავლებელი, ჩემი საყვარელი კუთხის "იდეოლოგი", მზია დათუნაიშვილი და ია კალანდაძე, რომელთა ლიდერობითაც ეს "სოფლის გადამრჩენელი ნაციონალური მოძრაობა" მიმდინარეობს, რატომღაც, ინტერვიუს მიღმა დარჩნენ(?!). ამიტომ ჟურნალისტის მიერ გამოკითხული მეზობლებისთვის მიწევს პასუხის გაცემა, რადგანაც ადგილი აქვს არჩევნების თემით მანიპულირებას და მათი მხრიდან ინდივიდუალური პრობლემის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობას, შანტაჟსა და ძალადობისკენ მოწოდებებს.

პირველ რიგში, მსურს განმარტება  გავაკეთო წერილში გაპარული უზუსტობის გამო: დაბეჭდილია _ "მათი პროტესტი სამართლიანიც რომ იყოს... მე არ ვარღვევ კონსტიტუციას" და ა.შ. ეს სიტყვები, მართლაც, ჩემ მიერაა ნათქვამი ჩანაწერში, მაგრამ სხვადასხვა წინადადებაში. ნათქვამი კი მაქვს ასე: "მათი პროტესტი სამართლიანიც რომ იყოს, საკითხის ძალადობრივი გზით გადაწყვეტა არასწორია". ძალადობრივ ქმედებას კი მათი მხრიდან (მორალურს და ფიზიკურს), მართლაც აქვს ადგილი და ამის გამო, პოლიციას მივმართე კიდეც შესაბამისი მტკიცებულებებით.

შანტაჟით, მორალური და ფიზიკური ზემოქმედებების გამოყენებით, ცდილობენ, მიაღწიონ ჩემ მიერ "ჯეოსელთან" დადებული კანონიერი ხელშეკრულების გაუქმებას (არადა, როგორ დაჩაგრულად წარმოაჩენენ თავს "ერთადერთი იმედის" _ მედიასაშუალების და კორესპონდენტის წინაშე).

სოფელში და ქალაქში პირადი საკუთრების განკარგვის უფლება თანაბრად აქვთ ადამიანებს. ჩემს კუთხეში კი, რატომღაც, ასე არ ფიქრობენ... იქნებ, გააგებინოს ვინმემ ამ ხალხს, რომ "უმრავლესობა" კი არ წყვეტს აქ პრობლემას, არამედ _ სამართლიანობა. 400 კაცის ხელწერა ხომ აქვთ (სად იყო ეს ხალხი, იმ ხმამაღალი პროტესტის დროს)? წაიღონ ეს ხელწერები და სასამართლოს მიმართონ, ოღონდ ისიც გააგებინეთ, ამ ხალხს, რომ ერთი ადამიანის კანონიერი უფლება და სურვილიც კი დაცული უნდა იყოს ქვეყანაში (და იმედი მაქვს, ასეც იქნება), მით უმეტეს,  როცა ინტერნეტის მსურველი ჩემს კუთხეში, მთელ სოფელში და მის შემოგარენშიც, დამერწმუნეთ, არა ერთი და ორია.

თუ კი ვინმეს აინტერესებს, რომ სახიფათოა თუ არა ეს გარემოსთვის, არსებობს დასკვნა შესაბამისი ლაბორატორიული და ტექნოლოგიური კვლევებით (დაახლოებით, 100-ფურცლიანი მასალა). თუ მას არ ენდობა ვინმე, შეუძლია სხვა გზებით და მათთვის სანდო ექსპერტებით შეამოწმონ და დარწმუნდებიან, რომ ეს ანძები და ანტენები არავის და არაფერს წამლავს და ოზურგეთშიც და დიდ ქალაქებშიც განლაგებულია უფრო მჭიდროდ დასახლებულ უბნებში.

რაც შეეხება 37 000 გაყიდულ მიწას, ოროთახიან ბინას ბათუმში და ჩემს იქ გადასვლას ანტენის დადგმის შემდეგ, 500-ლარიან ყოველთვიურ შემოსავალს, უფასო ინტერნეტთან ერთად, მათი წინააღმდეგობით შეჩერებულ მანქანებს (არავითარი ელექტრო ბოძების დადგმის მცდელობას ადგილი არ ჰქონია, სამუშაოები კი შეჩერებულია სულ სხვა მიზეზით), წინასწარ ჩემ მიერ აღებულ 40 000 ლარს, მრავალ სხვა ტყუილს _ პასუხს ვერ გავცემ. ასეთი ტყუილების ბოროტების დაგეგმვაზე დროს როგორ ხარჯავენ, გასაკვირია...

p.s. ასეთი "ნიჭიერებით" თქვენ ცდილობთ მღვდლის მოტყუებასაც კი, მაგრამ ღმერთს ვერ მოატყუებთ. ყველას საქციელი და ნამოქმედარი წლების მანძილზე ხელისგულზეა დადებული _ ჩემი და თქვენიც. გთხოვთ, ეკლესიას ძალადობისა და შანტაჟის ლეგალიზაციის ადგილად და სიცრუის ტრიბუნად ნუ გადააქცევთ. ნუ დააბრკოლებთ ადამიანებს, ვინც ეკლესიაში სიმართლის, სიკეთისა და სიმშვიდის მოსაპოვებლად შედის!

მაია თოხაძე

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


გაზეთ "გურია ნიუსის" რედაქტორს, ბატონ გიორგი სიხარულიძეს მე, როგორც ერთი რიგითი
"...ერთ მშვენიერ დღეს ნაკრძალად რომ გამოგვაცხადონ და როგორც ნაღდ ნაკრძალში
მეუფე კალისტრატე მიხეილ სააკაშვილს ლექსს უძღვნის! წავიკითხე გაზეთის ფურცლებზე და...
ანეკდოტი: საბჭოთა კავშირის დროს, ებრაელი ითხოვს პირდაპირ ტელეეთერს. უარს ეუბნებიან.
კოოპერაცია არის ნებაყოფლობით გაერთიანებულ ადამიანთა ავტონომიური ასოციაცია, რომელიც საერთო საკუთრების
გამთენიის გადაძახილით ერთმანეთის შეღვიძება, მთის ბილიკებზე დაშვებული "ჟირჟღილებით" და ჭრაქებით