21-ს ქვევით

მოხალისე ჩარლი ბრედვორდი, მერიის საჯარო სკოლას, ჩოხაში გამოწყობილი დაემშვიდობა

მარინე ჩიხლაძე  2016-06-03 11:41:49

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლაში ამერიკელი მოხალისე მასწავლებელი ჩარლი ბრედფორდი ორი წლის მანძილზე მუშაობდა.  როგორც სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ამბობენ, აქ მან საკუთარი ხელწერა და ხიბლი შემოიტანა. სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი დარეჯან გრიგოლია ამბობს, რომ ჩარლი იშვიათი პიროვნებაა:

_არასდროს არ უმღერია დღემდე, თუმცა ქართულ ფანდურზე დაკვრაც ისწავლა და სიმღერაც. ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ. არაერთი ღონისძიება ჩაატარა, რომელიც ორი ქვეყნის ხალხის უკეთ გაცნობას და გულწრფელ მეგობრობას უწყობს ხელს. ახლა ის მშობლიურ ქვეყანაში მალე გაემგზავრება და გაცილების ღონისძიება, რომელიც სკოლამ დაგეგმა, ასე  ასე დავყავით: ინტელექტუალური თამაში მოხალისე მასწავლებლებსა და სკოლის უფროსკლასელებს შორის, ჩარლის დაბადების დღე და გაცილება _ მხატვრულ-შემოქმედებითი პროგრამა _ ამბობს ქალბატონი დარეჯანი.

დარბაზში მოსწავლეები შემოვიდნენ, რომელთაც ჩარლი მოუძღვებოდა.  დასაწყისში აჩვენეს ვიდეორგოლი, თუ რას აკეთებდა და როგორ მუშაობდა ამერიკელი მოხალისე სკოლაში,  როგორი ღონისძიებები ჩაატარა. დარბაზში ის ოვაციებითა და ტაშით დააჯილდოეს. შემდეგ თვითონ ჩარლ ბრედვორდმა სცენაზე უხმო გუნდებს.

მოხალისე მაწავლებლების გუნდი, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: ელისონ სვეისოლი, ელიზაბეტ ბირჩელი, ქეთი ჰერლი, ედვარდ ფეილი და მიჩელ ჰაპი, სცენაზე ავიდა. ისინი საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლებში მუშაობენ და ამ დღეს ჩარლის მოწვევით ჩამოვიდნენ. მეორე მხარეს კი სკოლის ნაკრები დადგა და თამაშიც დაიწყო.

27-კითხვიანი ინტელექტთამაში, რომელსაც თავდ ჩარლი უძღვებოდა,  მოიცავდა კითხვებს ცნობილი ადამიანების, ცნობილი ადგილების, უახლოესი მოვლენების და სხვადასხვა ფაქტების შესახებ.  საბოლოოდ თამაში ამერიკელ მოხალისეთა გამარჯვებით დასრულდა. გუნდები აშკარად კარგად მომზადებული იყვნენ.  ქულების ცოტა მეტი  რაოდენობით მოხალისეებმა აჯობეს. მოსწავლეთა შემადგენლობას და თვით  მასწავლებლებსაც ერთგვარად გაუხარდათ კიდეც მათი გამარჯვება, _ ჩარლის გაცილებას ასე უფრო შვენისო, ამბობდნენ.

_მე ვარ ჩარლი ბრედვორდი. პროფესიით ექსპერტ-კრიმინალისტი ვარ. საქართველოში, როცა ჩამოვედი, თავიდანვე ძალიან თბილად მიმიღეს და დღემდე ასე ვცხოვრობდი. მე ვატარებდი გაკვეთილებს "სწავლება თამაშით". ორი წლის მანძილზე ასეთი მეთოდით ვესაუბრებოდი ბავშვებს ქართულ და ამერიკულ ღირებულებებზე.  კარგად  ვისწავლე ქართული ენა, ქართული სიმღერები. შევძელი ფანდურზე დაკვრა. ვიყიდე კიდევაც ორი ფანდური და მიმაქვს ჩემს სამშობლოში.

უსაზღვროდ მიყვარს ყველა, ვინც აქ გავიცანი, ოჯახი, სადაც ვცხოვრობდი. მე ახლა ვბრუნდები ჩემს ქვეყანაში, მერილინის შტატში, სადაც ვცხოვრობ. მუდამ მემახსოვრებით, _ გვითხრა ჩარლიმ და სასწრაფოდ გაგვაცნო თავისი საცოლე, ასევე მოხალისე მასწავლებელი ელისონ სვეისოლი. გაიცანით ჩემი შეყვარებული, _ გვითხრა ქართულად.

ღონისძიების დასკვნითი ნაწილი, კონცერტის სახით,  წარმოადგინეს როგორც სკოლის მოსწავლეებმა, ისე მოხალისეებმა.

ინგლისური ენის მასწავლებელმა დარეჯან გრიგოლიამ კიდევ ერთხელ უამბო დარბაზში მყოფთ, რომ მშვიდობის კორპუსის ორწლიანი პროგრამის ვადა ამოიწურა და ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანი, როგორიც ჩარლი ბრედვორდია, სამშობლოში ბრუნდება.  რომ მას ახლახან დაბადების დღე ჰქონდა, 28 წელი შეუსრულდა და ჩვენ საგანგებოდ მოვუმზადეთ ტორტი, ბავშვებმა კი ასევე ექსპრპომტად მოამზადეს ინგლისური სიმღერა: "მოგვენატრები".

ჩარლიმ  ემოციურად მიიღო საჩუქარი და სიმღერა, რომელიც ბავშვებმა უძღვნეს.

_ ძალიან მაგრად ასრულებთ, ყოჩაღები ხართ, _ მიმართა მოსწავლეებს.

დასარულ მეხუთე კლასელებმა   ალექსანდრე როყვამ წარმოადგინა სიმღერა, "ჩემო მაგნოლია," რომელიც ფანდურზე მასთან ერთად ქართულად იმღერა ელისონ სვეისოლმა.
მერიის საჯარო სკოლის მასწავლებელთა კოლექტივი განსაკუთრებული ემოციით და ცრემლით დაემშვიდობა ამერიკელ მოხალისეს.

_ ეს იყო ნამდვილად ხალისიანი მოხალისე, განათლებული, კულტურული, სითბოთ სავსე, სიმპატიური, ყოველმხრივ შემკული, _ასე ახასიათებდნენ ჩარლი ბრედვორდს პედაგოგები, თვითონ კი კეთილი ღიმილით მომზირალი  ჩარლი ყველას თავს უკრავდა, ბოლოს კი სათითაოდ ჩაეხუტა.

სოფელ მერიის საჯარო სკოლის დირექტორმა ავთანდილ კეჭაყმაძემ ასე დახასიათა ჩარლი ბრედფორდი:

_ეს ახალგაზრდა კაცი  ორი წლის უკან ჩამოვიდა ჩვენთან. იმთავითვე გამორჩეული იყო ყველაფერში. პასუხისმგებლობის მქონე, სიახლეების შემომტანი და მაძიებელი, მრავალი ღონისძიების მოთავე, რითაც ჩვენს ბავშვებში უდიდესი სიყვარული ჩადო და ამიტომაც მუდამ ემახსოვრებათ. იმდენად აინტერესებდა ჩვენი ხალხის კულტურა, მალე ისწალა ენა, ამღერდა და ფანდურზე დაკვრაც შეძლო და სულ ამბობდა, რომ არასდროს უმღერია ცხოვრებაში. აქ შეძლო ეს. ძალიან უყვარდათ გურამ კოსტავას ოჯახში, იქ, სადაც ცხოვრობდა ამ ორი წლის განმავლობაში. გული გვწყდება, რომ მიდის და ამასთანავე გვიხარია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის, ასეთი ადამიანები კიდევ უფრო გააძლიერებენ კეთილმეზობლობასა და მეგობრობას. გზა მშვიდობისა და წარმატებები საკუთარ ქვეყანაში ჩარლი ბრედფორდს!



თორნიკე მამალაძე ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის XII კლასის მოსწავლეა. _
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნიკა საბაშვილმა
"ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ბაზაზე არსებული ლანჩხუთის ლიდერთა სკოლის მოზარდებმა ქალთა
(21_ს ქვევით) _ უკვე რამდენიმე წელია, მეუფე იოსების ლოცვა_კურთხევით, ჩოხატაურის
ლუკა ყაჭეიშვილი, როგორც მისმა პედაგოგებმა გვითხრეს, მრავალმხრივ ნიჭიერი მოსწავლეა, რომელსაც
(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მცხოვრები