21-ს ქვევით

"მასწავლებლებიც გამორჩეულები ხართ და მოსწავლეებიც"

გიორგი გირკელიძე  2016-06-11 13:30:42

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შრომის საჯარო სკოლაში (დირექტორი რუსუდან ცეცხლაძე) გაიმართა ღია გაკვეთილი _ "პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა”.

პედაგოგებმა _ ნუგზარ დვალიშვილმა (ურეკის საჯარო სკოლა), ირმა გორდელაძემ  (ლიხაურის საჯარო სკოლა) და ნინო ჩხაიძემ (შრომის საჯარო სკოლა) 45-წუთიანი გაკვეთილი სამ ნაწილად დაყვეს და შრომის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებთან ორიგინალურად წარდგნენ.

ნუგზარ დვალიშვილმა მისთვის განკუთვნილი დრო მოსწავლეებთან პროფესიის არჩევის საკითხს დაუთმო.

"გავიხსენოთ ცნობილი ქართული ფილმი "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი. ზურიკელას არც კი ეკითხებიან აზრს, რა პროფესიას დაეუფლებოდა სკოლის დასრულების შემდეგ. "ჩემი შვილიშვილი დოხტური უნდა გამოვიდეს", _ ამბობს ფილმში ოლღა ბებია. ასე იყო წინათ, თუმცა, მსგავს სიტუაციებს დღესაც შევხვდებით", _ თქვა ნუგზარ დვალიშვილმა.

მისივე თქმით, სკოლის მოსწავლეები კარგად უნდა დაფიქრდნენ და ისე აირჩიონ მომავალი პროფესია.

სტერეოტიპების შესახებ ისაუბრა სოფელ ლიხაურის პედაგოგმა ირმა გორდელაძემ.

"ჩემს მეზობელზე ამბობენ, რომ არ აქვს კარგი თვალი და თუ მნიშვნელოვან საქმეზე მიდიხარ, მას არ უნდა შეხვდე. დილით, როდესაც წამოვედი სახლიდან, შემხვდა. მე მას გავუღიმე, მივესალმე და ჩემს გზას გავუყევი. იმ დღეს კიდევ ერთი სტერეოტიპი დავამსხვრიე. მშვენივრად მიდის ეს დღე, ახლა თქვენ წინაშე ვარ და გესაუბრებით იმ სტერეოტიპებზე, რაც გავრცელებულია საქართველოში და რასაც არ უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება", _ აღნიშნა ირმა გორდელაძემ.

გაკვეთილის მესამე ნაწილში შრომის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო ჩხაიძემ მოსწავლეებს დავალება მისცა. მათ 15 წუთში უნდა დაეწერათ პროექტები სხვადასხვა თემებზე და შემდეგ უნდა მოეხდინათ პრეზენტაცია. ოთხმა ჯგუფმა დავალებას თავი წარმატებულად გაართვა.

გაკვეთილის ესწრებოდნენ  პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი ნინო ბურდული, ამავე სამმართველოს კოორდინატორი მანო გაბუნია, სპეციალისტები _ მარინა ვაშალომიძე, გრიგოლ ხაჭაპურიძე, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და ქალაქ ოზურგეთის საჯარო მოხელეები.

გია ხაჭაპურიძის თქმით, პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში უკვე მესამე წელია ხორციელდება. თავდაპირველად სამი საჯარო სკოლა იყო ჩართული პროექტში, ამ ეტაპზე კი 20 საჯარო სკოლაში ტარდება სპეციალური გაკვეთილები.

მარინა ვაშალომიძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ის და გია ხაჭაპურიძე ყველა გაკვეთილს ესწრება და აკვირდებიან სასწავლო პროცესებს.

ნინო ბურდულმა თქვა, რომ გურულების ნიჭიერებასა და განსაკუთრებულობაზე საუბარი ზედმეტად მიაჩნია.

"მოლოდინი დიდი მქონდა, მაგრამ ნანახი უდიდესი აღმოჩნდა. მასწავლებლებიც გამორჩეულები ხართ და მოსწავლეებიც, _ თქვა ნინო ბურდულმა.

"სახელმძღვანელოს შექმნაში მონაწილეობა მაქვს მიღებული და როდესაც ვწერდი, ეს ყველაფერი მივუძღვენი ჩემს შვილს. დღევანდელი დღით ძალიან გახარებული ვარ, როდესაც ამ ნაყოფის შედეგს ვხედავ და ბავშვები ამ საგნით დაინტერესებული არიან", _ გვითხრა მანო გაბუნიამ.

როგორც ღია გაკვეთილზე გახდა ცნობილი, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ოზურგეთში კვლავ იგეგმება.



ანი დოლიძე ჩოხატაურში დაიბადა. იგი 15 წლისაა და თბილისის 139-ე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წლის რეფორმატორი უწყება გახდა _
მეოთხე საჯარო სკოლა ერთ-ერთი გამორჩეულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მეოთხე სკოლელობაც პრესტიჟულად
დღევანდელი ჩვენი სტუმარი "ლევანიე ხომერიკის დაის _ "ციცინოს, იგივე
გასულ კვირას, სპორტულანალიტიკურმა ინტერნეტ გამოცემამ www.winbetting.ru, საქველმოქმედო აქცია გურიის ინვალიდთა
ნინო ლომთათიძე ჩოხატაურში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მომსახურეობის ცენტრში (