21-ს ქვევით

"არ მეგონა თუ ჩემი სიმღერა ამდენ ემოციას გამოიწვევდა"

გიორგი გირკელიძე  2016-06-11 13:35:23

ანსამბლი "ედალვაისი" ბულგარეთში საგასტროლოდ  ფოლკლორის ფესტივალზე იმყოფებოდა. ანსამბლის ხელმძღვანელის, გიორგი ჩიხლაძის გადაწყვეტილებით, ტურნეში საქველმოქმედო ასოციაცია "გურიას" ბენეფიციარი თამუნა ლურსმანაშვილი მონაწილეობდა.

გურიის ახალგაზრდული გაზეთის სტუმარი სწორედ თამუნა ლურსმანაშვილია.

"მე თამარ ლურსმანაშვილი დავიბადე გურიის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში, ჭანჭათში, რომელიც ეკუთვნის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს. 1995 წელის 13 ივნისს ჩამოვარდი ხიდან, რის შედეგადაც მივიღე უმძიმესი ტრამვა. მას მერე დღემდე ვარ ეტლით მოსარგებლე. დავამთავრე ოზურგეთის #1 საჯარო სკოლა. გარკვეული დროის შემდეგ დავამთავრე ოზურგეთის პროფესიული კოლეჯი (მდივან-რეფერენდი), 1997 წლიდან ვარ გურიის რეგიონის საქველმოქმედო ასოციაცია "გურიას» წევრი", _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს თამუნა.

"ეს ოფისი ჩემი სახლია, ჩემი იმედის სხივია. აქვე შევისწავლე ქართული ხალხური სიმღერა, ქარგვა, ხატვა, ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება, გავხდი ბრძოლისუნარიანი. ჩავერთე სხვადასხვა პროექტში.

ქართული სიმღერა არის ჩემთვის  ქართული სულისკვეთება. ჩემი პედაგოგი იყო იური ჩიხლაძე, რომელიც  უბედური შემთხვევის გამო გარდაიცვალა. მის მიერ დაფუძნებელ ანსამბალს სათავეში გიორგი ჩიხლაძე ჩაუდგა (იური ჩიხლაძის შვილი). სწორედ გიორგის ინიციატივით, 24 მაისს ანსამბლი გაემგზავრა ბულგარეთში საგასტროლოდ  ფოლკლორის ფესტივალიზე, სადაც მეც გახლდით, როგორც სოლისტი. მინდა გითხრათ, ჩემი მდგომარეობის გამო გაჩნდა უამრავი პრობლემა, რადგან მე ეტლით მოსარგებლე ვარ, რომ არა გიორგი ჩიხლაძის თავდადება და თანადგომა, მე ვერ გავემგზავრებოდი ამ ფესტივალზე. ყველა პრობლემის მოგვარება მან თავის თავზე აიღო, სირთულეები გადალახა და ანსამბლთან ერთად გავემგზავრეთ ბულგარეთში.

ჩვენთან ერთად მიემგზავრებოდა ბათუმის მოცეკვავეთა ანსამბლი "ალილო», რომლის ხელმძღვანელი უჩა ჟორდანიაა, რომელიც საოცრად თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღმოჩნდა. ბავშვებმა საოცრად თბილად და ყურადღებით მიმიღეს, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი ჩემს მასწავლებელს და ანსამბლის თითოეულ წევრს", _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს თამუნა ლურსმანაშვილმა.
თამუნა ამბობს, რომ ქართული ხალხური სიმღერის შესრულება ძალიან საპასუხისმგებლოა.

"მიუხედავად იმისა  ბევრჯერ გამოვსულვარ სხვადასხვა ქალაქისა თუ რაიონის სცენებზე, მონაწილეობა მიმიღია სხვადასხვა ფესტივალში, ბულგარეთში, სადაც 112 ქვეყნის  ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა, მაინც ძალიან ვინერვიულე. ჩემი მთავარი ამოცანა იყო ღირსეულად წარმედგინა საქართველო და გურია.

არ მეგონა, თუ ჩემი სიმღერა ბევრ ემოციას გამოიწვევდა მაყურებელში, სცენიდან კარგად ვხედავდი, როგორი ცრემლმორეული და ემოციებით სავსე სახეებით მიცქერდნენ ადამიანები, რაც  მე ძალას და სტიმულს მაძლევდა. მართალია, ჩვენ ვართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მაგრამ მჯერა, თუ მიზანს დაისახავ, აუცილებლად მიაღწევ! არ შეუშინდეთ პრობლემებს და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ, ყველანი ერთი გუნდი ვართ, ერთად ყველა პრობლემას გადავლახავთ.

უკვე ვმუშაობთ ახალი ხალხურ სიმღერაზე, ჩვენი ანსამბლი ისევ მიემგზავრება საგასტროლოდ სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც მონაწილეობას მეც მივიღებ", _ გვითხრა თამუნა ლურსმანაშვილმა.



ჩოხატაურელი ეთო ბერძენიშვილი "ჯეოსტარი 2011"-ის ფინალში ვერ მოხვდა, თუმცა იმედი
გასული კვირის ხუთშაბათს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის
_ დავიბადე განუსაზღვრელ წელს, ხო არავინ იცის რამდენი წლის ვარ
ბოლო პერიოდში ოზურგეთში ინტელექტუალური თამაში "გონიერი" მეტად პოპულარული გახდა. პირველობისთვის
ოთარ მამარდაშვილი 1991 წლის 11 იანვარს, ჩოხატაურში დაიბადა. დაამთავრა ღვთისმშობლის
 კინოთეატრ "გურიაში" ლილიანა ლომინეიშვილის (სოლო) საფორტეპიანო კონცერტი ჩატარდა (პედაგოგი ნინო