მსოფლიო

დაკავებისა და გათავისუფლებების სერია _ როგორ ამყარებენ წესრიგს თურქეთში

  2016-07-20 10:14:16

სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში სულ მცირე 45 000 ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურეობრივი მოვალეობები შეუწყვიტეს.

სიაშია სამხედროები, პოლიციელები, მასწავლებლები, უნივერსიტეტის დეკანები და ჟურნალისტები.

როგორც "ბიბისი" წერს, თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მიმართ არასაკმარისად ლოიალური არიან.

გადატრიალების მცდელობის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს 15 ათასი მასწავლებელი, 1 500 დეკანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის 9 000 თანამშრომელი, ფინანსთა სამინისტროს 1 500 თანამშრომელი და პრემიერ-მინისტრის ოფისის 250-მდე თანამშრომელი.

ასევე დაკავებულია 6 ათასი სამხედრო, დათხოვნილია 9 000 პოლიციელი, სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება შეუწყდა 3 ათასს მოსამართლეს.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველა ეს ადამიანი აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერია, რომელსაც ანკარა გადატრიალების შესაძლო ორგანიზატორად მიიჩნევს. თავად გიულენი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.

წყარო

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ინდოეთში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა. WASHINGTONPOST-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად
ბოლო 24 საათის განმავლობაში დონბასში, უკრაინელი სამხედროების პოზიციები 39-ჯერ დაიცხრილა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკაში, ვერაკრუზის შტატში ნავთობობიექტზე აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC
იტალია დემოკრატიულ რესპუბლიკად ყოფნის 70-ე წლისთავს აღნიშნავს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS
აკუსტიკური გიტარა, რომელზეც ჯონ ლენონი უკრავდა აუქციონზე  გაიყიდა. აღნიშნულ ინფორმაციას
მალის სამხედრო ბანაკში აფეთქების შედეგად 25-ზე მეტი ადამიანი ადამიანი ემსხვერპლა.