21-ს ქვევით

კიკბოქსინგი ოზურგეთელ ახალგაზრდებში პოპულარული ხდება

ნუკა შარაძე  2016-07-20 12:18:11

ოზურგეთში, რუსთაველის ქუჩაზე  "ოლიმპიური სახლი" გაიხსნა, სადაც გამოცდილი მწვრთნელები ინტენსიურად ავარჯიშებენ ბავშვებს სპორტის სხვადასხვა სფეროში. ახალგაზრდობას განსაკუთრებით ახარებს ასეთი დაწესებულების გახსნა.

ერთ-ერთ სფეროს  "კიკბოქსინგი" წარმოადგენს. კიკბოქსინგის მწვრთნელი, საქართველოს სამგზის ჩემპიონი, 24 წლის ლაშა ჭეფხოძე გახლავთ. ლაშა,  თითქმის,  ორი წელია, ოზურგეთში მოღვაწეობს და როგორც მან აღნიშნა, სავარჯიშო დარბაზი არ გააჩნდათ.  ამიტომაც უწევდათ სხვადასხვა ადგილზე ვარჯიში.

შემდგომში კი,  ქალაქ ოზურგეთის მერიის ა(ა)იპ გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის გოჩა კვანტალიანის დახმარებით გამოიყო დარბაზი, სადაც ბავშვებს შეეძლებათ, სხვა სახეობებთან ერთად,  დაეუფლონ სპორტის ამ სახეობასაც.

"კიკბოქსინგზე" ბავშვების მიღება  5 წლიდან ხდება.

ლაშა ფიქრობს, რომ ოზურგეთში საზოგადოება ნაკლებად ინფორმირებული არის სპორტის ამ სახეობის შესახებ და საჭიროა, რომ მედია აქტიურად იყოს ჩართული ოზურგეთული კიკბოქსინგის  გაშუქებაში. მან, ასევე, აღნიშნა, რომ  შავიზღვისპირეთის ჩემპიონატზე, 16 წლის ედო საპონჯიანთან ერთად, მოიპოვა მეორე ადგილი.

ლაშა იხსენებს შემთხვევას, როდესაც კოტე შარაშენიძე იყო გამგებელი და მისი დაფინანსებით შეძლო პოლონეთში გამგზავრება, თუმცა, ოლიმპიადა ჯერ გადაიდო, შემდეგ კი, გარკვეული მიზეზების გამო, ჩაიშალა.

ქალაქ  ოზურგეთის მერიაში უკვე იყო საუბარი  სპორტის ამ სახეობის დაფინანსებაზე.

_ ამ ეტაპზე  დაფინანსების საჭიროება არც თუ ძალიან აუცილებელია. ვმუშაობთ, თუმცა,  ვიმედოვნებ, რომ გამგეობა, ქალაქის მერია გვერდში ამოგვიდგება და ერთად  შევძლებთ "კიკბოქსინგის" განვითარებას, ძალიან დიდი იმედით ვარ განწყობილი, _ ამბობს ლაშა ჭეფხოძე.



ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნიკა საბაშვილმა
"ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო დედის დღეს გილოცავთ თემურ წიკლაურთან
“... ადამიანი ბრძენი უნდა იყოს, უნდა აიტანოს, უნდა ათრიოს, უნდა
ნინო ლომთათიძე ჩოხატაურში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მომსახურეობის ცენტრში (
 კინოთეატრ "გურიაში" ლილიანა ლომინეიშვილის (სოლო) საფორტეპიანო კონცერტი ჩატარდა (პედაგოგი ნინო
ჩემს მშობლიურ სოფელ გოგოლესუბანს, ბევრი საამაყო შვილი აღუზრდია, მარტო ნიკო