საზოგადოება

აღმოსავლეთ ლოს-ანჯელესიდან 80 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული

რუსა ოქრუაშვილი  2016-08-17 12:18:55

ლოს-ანჯელესის აღმოსავლეთით, ძლიერი ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ოფიციალური პირების თქმით, სწრაფად მოძრავი ძლიერი ხანძრის გამო სან ბერნარდინოდან 82 000 ადამიანია ევაკუირებული.

როგორც ცნობილია, ხანძარი სამშაბათს უღელტეხილზე გაჩნდა და 15 000-ზე მეტი ჰექტარი მოიცვა.

მაუწყებლის ინფორმაციით, ძლიერი ხანძრის გამო ათიათასობით სახლს დაწვის საფრთხე ემუქრება.

გავრცელებული ცნობით, ძლიერმა ხანძარმა ჩრდილოეთ კალიფორნიაში შაბათს 175 სახლი გაანადგურა, ხოლო  ამ დღეებში მომხდარმა კიდევ ერთმა ხანძარმა 6 900 აკრი და 40-ზე მეტი შენობა იმსხვერპლა.

როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა გამოაქვეყნეს ხანძრის გაჩენაში სავარაუდო ეჭვმიტანილის ფოტო.

ხელისუფლების განცხადებით, მას გასლ წელს ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარ 17 ხანძარში ედება ბრალი.

როგორც ცნობილია, ის სასამართლოს წინაშე ოთხშაბათს წარსდგება.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასკოლო ვაუჩერის მისაღებად განსაზღვრული ოდენობის თანხის გადახდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ვებ-გვერდზე ახალი სერვისი
"გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ დაბა ურეკის, შეკვეთილის ზოლში  ძალიან
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურებში ბიბინეიშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც გვითხრეს, ხანძრის
დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი, “ფეისბუქის“ საშუალებით შს მინისტრს მიმართავს. "ბატონო მინისტრო, პოლიტიკური განცხადების
"ეს დღე თითოეული ჩვენგანისთვის არის საამაყო და ბედნიერი, მრავალი გმირი