ისტორია

"ეხლა შენ მეგრელებს ამტყუნებ _ ერთი სასწორი ვერ მოიპარესო" _ გალაკტიონის უბის წიგნაკიდან

  2016-10-16 13:48:24

გალაკტიონის უბის წიგნაკიდან:

_ რა ღირს შენი სულგუნი, მეგრელო?

_  ასი მანეთი, ჩემო ბატონო.

_ ასწონე ერთი კილო...

_ ავწონიდი, რომ საწონი მქონდეს... (მიიხედ-მოიხედა). არც არავისა აქვს ახლო?!

_ კაცო, ასი მეგრელი ხართ და ერთი სასწორი ვერ მოიპარეთ! (სიცილი).

_  ჩვენ რა, მეგრელები ცხენს ვიპარავთ და გურულები ბანკებსა და რკინის გზებზე ესხმიან თავს. რომელი უკეთესია? ერთი გერასიმე იყო ფოთში - პალიასტომთან. კარგი მონადირე იყო. თვითონ კი არა სჭამდა ხორცს. პალიასტომთან ნავიცა ჰქონდა.

ერთხელ ფოთში 4 გურული შევარდა ბანკში. ჩაჰყარეს ტომრებში ფული, მაგრამ გამგე თურმე მიმალულიყო და პოლიციას შეატყობინა.
როდესაც ბანკიდან გამოვიდენ, სტრაჟნიკები დახვდათ: ატყდა სროლა. ერთი თავდამსხმელი მოჰკლეს. გურული მივარდა მოკლულ ამხანაგს, თავი მოსჭრა (რომ ვერ ეცნოთ), ხურჯინში ჩააგდო და მიუშვა ცხენს სადავე... ფულიც თან წაიღო. გერასიმეს ნავი აუშვა პალიასტომთან და გაღმა გავიდნენ.

აგერ კიდევ: გურულები თავს დაესხნენ გემს: კაპიტანი და მეზღვაურები ძირს ჩაჰყარეს და გემი გაძარცვეს...

_  ეხლა შენ მეგრელებს ამტყუნებ _ ერთი სასწორი ვერ მოიპარესო! არა, მამა, არა!

ირაკლი მახარაძე



მეოცე საუკუნის დასაწყისში გურიის რესპუბლიკის ზეობისას დიდი ყურადღება ეთმობოდა სწავლა-განათლებას;
ქართველი ბოლშევიკი, რევოლუციონერი და საბჭოთა პარტიული მოღვაწე ფილიპე მახარაძე  1868
ჩოხატაურის სოფელ სურები ბევრ სახელოვან ადამიანთან ასოცირდება.  სურებში დაიბადა საქართველოს დემოკრატიული
გერმანელი მოგზაური აუგუსტ ფრანც ლუდვიგ მარია ჰაქსტჰაუზენი საკუთარ წიგნში ასე აღწერს
როცა ხელისუფლებამ სამხედრო წესები გამოაცხადა და გურიაში გენერალ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით
არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც  ყოველი წლის 7 მაისს თბილისში აუცილებლად