მთავარი თემა

მედპერსონალს სიმბოლური ხელფასის მისაღებად გაფიცვა სჭირდება!

მანანა სურმანიძე  2012-07-05 03:55:10

2 ივლისს, დილის 11 საათზე, "ადითის" საკუთრებაში მყოფი ჩოხატაურის საავადმყოფოს თანამშრომელთა უმრავლესობამ მუშაობა შეწყვიტა, ეზოში გამოვიდა და ხელმძღვანელობისგან აპრილის თვის ხელფასის დღემდე მიუღებლობას აპროტესტებდა.

_ შეიძლება სიმბოლურად ეწოდოს ხელფასი, როდესაც თვეში რვა მორიგეობას შესარულებ 24-საათიანი რეჟიმით და ანაზღაურება 7 ლარია! თუ მშობიარე არ შემოვიდა, ეს ჩემი ბრალი ხომ არ არის? მე ხომ მოვედი სამუშაოდ, ღამეც გავათიე, როგორც ეს მევალება, ანაზღაურებად კი 7 ლარს ვიღებ! როგორ ვარჩინო ოჯახი, როცა საკუთარი თავისთვის პურს ვერ ვყიდულობ?!...

_ როგორ მოდიან აქ ავადმყოფები, მიკვირს _ საშინელი მდგომარეობაა, ანტისანიტარია, ვირთხები, ქვეწარმავლები... ზამთარში _ სიცივე, ჩამონგრეული კედლები და ამოყრილი იატაკი... ალბათ, გახსოვთ, სულ რამდენიმე ხნის წინ ჯანმრთელობის მინისტრმა ჭიაბერაშვილმა არ ისურვა შენობაში შესვლა...

_ სანამდე შეიძლება გაგრძელდეს ასე?! ჩვენ მხოლოდ დაგვიანებულ ხელფასს კი არ ვითხოვთ, არამედ გაზრდილსაც _ ბანკის სესხს ავეჯის ან მანქანის შესაძენად კი არ ვიღებთ, არამედ, საარსებოდ _ ოჯახებში შვილები, მოხუცები გვყავს... თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ სამსახურისთვის საკანცელარიო საქონელსაც კი, ჩვენ ვყიდულობთ?!

_ შტატები შემცირდა და ვინ ვის მოვალეობას ასრულებს, გაურკვეველია... ჩვენ, ვისაც სხვისი ჯანმრთელობის დაცვა გვევალება, თავად დაუცველები ვართ! _ ამბობენ "გურია ნიუსთან" საუბარში გაფიცულები.

თუმცა, გაფიცვა დიდხანს ვერ გაგრძელდა და ამის მიზეზს თავად მედპერსონალის წარმომადგენლები ხსნიან:

_ გადაწყვეტილი გვქონდა დღეს არც ერთი არ შევსულიყავით სამუშაოდ კაბინეტებში, მაგრამ ამ გადაწყვეტილების შესრულება გაგვიძნელდა; თავადაც ხედავთ რა მდგომარეობაა _ როგორ ვუთხრათ უარი ლაბორატორიაში ანალიზის ასაღებად ქვემოხეთიდან ჩამოსულ მოხუცს, რომელმაც 25 კილომეტრი გამოიარა? აგერ ბავშვი მოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში... ნახეთ, მშობიარემ 7 თვის ნაყოფი გააჩინა და დახმარება სჭირდებათ დედასაც და შვილსაც, რომ მდგომარეობა სტაბილური გახდეს.

მედპერსონალს ჩვენს თვალწინ თხოვდნენ დახმარებას მძიმე ავადმყოფები, 30-25 კილომეტრიდან ჩამოსული ადამიანები და ისინიც უარს ვერც პროფესიული და ვერც ადამიანური თვალსაზრისით ვეღარ ამბობდნენ. მათი აზრით, ყველაფერი იმაზე მეტყველებს მიდის, რომ ჩოხატაურში საავადმყოფო-პოლიკლინიკის გაუქმება იგეგმება: _ არადა, მძიმეა ისედაც უამრავი პრობლემის მქონე, მთიანი რელიეფის მქონე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას უთხრა, მანქანა დაიქირავოს და ავადმყოფი ოზურგეთში, ქუთაისში, ბათუმში ან თბილისში წაიყვანოს, როცა წუთები წყვეტენ ყოფნა-არყოფნის საკითხს, _ ამბობენ მედიკოსები.

გაფიცულ მედპერსონალთან მოგვიანებით გამოსულმა ხელმძღვანელმა თემურ კოროშინაძემ თანამშრომლებს შეხვედრა დარბაზში თხოვა: _ შეხვედრისათვის არსებობს კაბინეტი, დარბაზი და მეც აქ ვარ და ველოდები მათ, _ თქვა მან. შეხვედრაზე ჟურნალისტების დასწრება არც ერთმა მხარემ არ ისურვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მუშაობა საავადმყოფოში ჩვეულ რეჟიმში განახლდა. როგორც მედპერსონალი ამბობს, მათ აპრილის თვის ხელფასის დაუყოვნებლივ მიცემას შეპირდნენ. ასევე, უთხრეს, რომ მთავრობაში მოსული ახალი პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის სფეროსაც მიხედავს. მკითხველს შევახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ანალოგიური გაფიცვისას, მედპერსონალთან სასაუბროდ პოლიციის მაღალჩინოსნები მივიდნენ და სახელფასო დავალიანების გადახდაზეც, არც მეტი არც ნაკლები, შინაგან საქმეთა მინისტრმა "იზრუნა!"

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიღება, რომლითაც ქვეყანაში რეფორმა უნდა დაიწყოს, იანვრის
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე დასასწრებად გურიიდან დელეგაცია უკვე გაემგზავრა. დელეგატთა
საქართველოს უზენაესი სასამართლო ექსპრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "2013
დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" თანადამფუძნებლისა და
53-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი კვლავ პარალიზებულია. პედაგოგთა აბსოლუტური უმრავლესობა
ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე #12 კორპუსის მცხოვრებლებმა "გურია ნიუსს" დახმარებისთვის