პოლიტიკა

დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა გიორგი კანდელაკს ლექსით მიმართა _ "და მივუმატებთ უწუნს, მივიღებთ.."

  2016-11-26 14:57:24

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა ლურსმანაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრს გიორგი კანდელაკს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ლექსით მიმართა.

”არ შემიძლია არ გამოვეხმაურო გუშინ, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი კანდელაკის მოქმედებას. ჩემი შთაბეჭდილება მინდა, გამოვხატო. მძიმე არ მინდა, იყოს ჩემი მხრიდან დამოკიდებულება იმის მიმართ, როგორც იგი იქცეოდა, როგორც იგი მოქმედებდა.  ამიტომ, დიდი პოეტის, გალაკტიონის სიტყვებით შემიძლია ვუთხრა: „გაღატაკებულ პროზას, თუ გამოვაკლებთ ოზას, და მივუმატებთ უწუნს, მივიღებთ... გიორგი კანდელაკის გუშინდელ სამარცხვინო მოქმედებას”, _ განაცხადა ლურსმანაშვილმა.

გიორგი კანდელაკმა გუშინ გიორგი კვირიკაშვილს უთხრა, რომ ის ნომინალური პრემიერია, გადაწყვეტილებებს ვერ იღებს  და ელჩები ბიძინა ივანიშვილთან ამჯობინებენ ურთიერთობას.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


რატომ შეადარა ეშმაკს "ქართული ოცნება" "ტავისუფალი დემოკრატების" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძეს "ერთიანი
ბოლო ერთი საათის განმავლობაში "ქართული ოცნების" აქტივისტებს პოლიციელები მასიურად ურეკავენ
ადამიანებს, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდნენ, დღეს