პოლიტიკა

საბჭოთა მემკვიდრეობის კვალდაკვალ _ მწვავე პრობლემა, რომელიც გურიის სტრატეგიული განვითარების გეგმაშიც მოხვდა

  2016-11-28 22:31:13

ვადაგასული პესტიციდები პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ისტორიული მწვავე პრობლემაა; შესაბამისად, გურიაშიც ათასობით ტონა შხამ-ქიმიკატი შემოდიოდა, რომელიც თითქმის ყველა დიდ სოფელში საწყობდებოდა.

უყურეთ გადაცემას და გაიგებთ რა მდგომარეობაა პესტიციდების ყოფილი საწყობებში გურიაში, რა იციან ამის შესახებ სურსათის უვნებლობის და სოფლის მეურნეობის სამსახურებმა; რა წერია ამ პრობლემის შესახებ საკითხი გურიის სტრატეგიული განვითარების გეგმაში და ევალება თუ არა გუბერნატორს „სოფელ-სოფელ“ სიარული.

ამავე გადაცემიდან გაიგებთ რა მდგომარეობაა ახლა მარნეულის სამარხში, სადაც პესტიციდების ნარჩენები მიჰქონდათ; რა კონვენციებზეა მიბმული საქართველო, რა ვალდებულებები აქვს აღებული ქევეყანას პესტიციდების  ნარჩენების დამუშავების, გატანის, განადგურების კუთხით, ასრულებს თუ არა საქართველო ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს დადგენილ ვადებში; 

რა საფრთხეებზე საუბრობენ ტოქსიკოლოგები, რატომ არის მიტოვებული საწყობების ტერიტორია ადამიანის ჯამრთელობისთვის საშიში, რას გამოიწვევს პესტიციდების ნარჩენებით მოწამვლა.

გადაცემა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში.
M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი.
გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს,
როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.
              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: როგორ აფასებს თინა ხიდაშელი გიგა ოთხოზორიას მკვლელობის
გადაცემის პირველ ბლოკში ნახავთ:  რა საკითხების გათვალისწინება სთხოვეს გურულმა ახალგაზრდება
17 მაისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილი  შენობის წინ "დისკრიმინაციის ყველა
მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთში, იუსტიციის სახლში იმყოფებოდა, შემდეგ კი, სოფელ მერიაში
ხარატიშვილი ოზურგეთში 35 რეკომენდაცია ეუთოსგან, ხარვეზები საარჩევნო კოდექსში, ნაკლები პოლიტიკური
ოზურგეთის იუსტიციის სახლი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 13 აპრილს გახსნა. როგორც