სპორტი

რონალდინიო კარიერას "შაპეკოენსეში" გააგრძელებს

რევაზ გიორგაძე  2016-12-01 09:58:34

კატალონიის "ბარსელონას" და ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი, რონალდინიო კარიერას "შაპეკოენსეში" გააგრძელებს.

რამდენიმე კვირის წინ რონალდინიომ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, თუმცა უდიდესი ტრაგედიას შემდეგ, რომელიც ბრაზილიურ გუნდს შეემთხვა, გაუჩომ გადაწყვიტა კლუბს ამ ხერხით დახმარებოდა და ამიერიდან გარკვეული დროით "შაპეკოენსესთვის" გაირჯება.

ამავდროულად, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებმა, არგენტინელმა ლეო მესიმ (5 მილიონი) და პორტუგალიელმა კრიშტიანო რონალდომ (3 მილიონი) 8 მილიონი ევრო გადარიცხეს გუნდის ანგარიშზე. "პსჟ"-ს მფლობელებმა 40 მილიონი ევრო გაიღეს.

საფეხბურთო კლუბი "გრემიოც" გამოვიდა ინიციატივით, რომ ბრაზილიურმა კლუბებმა ფეხბურთელები დაუთმოს "შაპეკოენსეს", რათა მან ჩემპიონატის დასრულება მოახერხოს.

შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბერს კოლუმბიაში, მედელინის სიახლოვეს ავიაკატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა, რომლის ბორტზე 72 მგზავრი იყო. მგზავრთა შორის იყვნენ ბრაზილიური სერია A-ს კლუბ "შაპეკოენსეს" ფეხბურთელები. გუნდი კოპა სუდამერიკანას ფინალის სათამაშოდ მიფრინავდა კოლუმბიაში "ატლეტიკო ნასიონალის" წინააღმდეგ.
ცნობილია, რომ კატასტროფას 75 ადამიანი შეეწირა. თავიდანვე ცნობილი იყო მგზავრების სია (გარდა ფეხბურთელებისა, ეკიპაჟის 9 წევრისა). თვითმფრინავში იყვნენ კლუბის ხელმძღვანელები, სამწვრთნელო შტაბის წევრები, ჟურნალისტები, მიწვეული პირები.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


გუშინ ლონდონში  სატარტი აიღო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატმა.  მსოფლიო თასის მოსაპოვებლად
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, დღეს ქალაქ ოზურგეთში "მეგობრობის" სტადიონზე საფეხბურთო კლუბი
ევროპის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება, ბოლო ორი თამაში
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების "ექვსი ერის" გათამაშებაში ჩართვასთან დაკავშირებით მუშაობა
10 სექტემბერს, ოზურგეთის სარაგბო კლუბი „არწივები“ ქობულეთში სარაგბო კლუბ „პონტოს“
ინტერნეტში დავით ზირაქაშვილის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებიდან გაცილების აქამდე უცნობი კადრები