სპორტი

ლანჩხუთის „გურია“-გორის „დილა“ _ პირველი ტაიმის უგოლო ფრე

სოფო წილოსანი  2016-12-01 15:20:58

ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე,  რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პლეი აუტის პირველი მატჩის პირველი ტაიმი ლანჩხუთის „გურიასა“ და გორის „დილას“ შორის“. სწორედ პლეი აუტის გადათამაშების  შემდეგ გაცხადდება, ამ წყვილიდან რომელი გუნდი დარჩება ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მიღმა.
პირველი ტაიმი უგოლო ფრედ დასრულდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძლის რანგში მყოფ გურულებთან შედარებით მცირედ უპირატესობას აშკარად  სტუმრები ფლობდნენ.

ახალწვეულმა  მწვრთნელმა ზაზა ინაშვილმა „გურია“ გორელებთან საპაექროდ შემდეგი შემადგენლობით გამოიყვანა: იმერლიშვილი (კ), ჭეიშვილი, ზ. თევზაძე, ჩადუნელი, ნოზაძე, პატერსონი, ჭეჭელაშვილი, მეგრელიშვილი, კირკიტაძე, ფელიპე, დინიზი.

სათადარიგოებს შორის მოუწიათ ყოფნ: ხვედელიძეს, ბ. ცინცაძეს, ზ. გელაშვილს, სტეფნიაშვილს, ბარბაქაძესა და იმნაძეს.

დილა: მუჯრიშვილი (კ), ქარქუზაშვილი, სალუქვაძე, კოფი, სამხარაძე, ღონღაძე, რაზმაძე, წიქარიძე, ელიაური, ნონიკაშვილი, ერისთავი.

სათადარიგოები: ბეგაშვილი, ცაცკრიალაშვილი, ჩახვაშვილი, ლომიძე, ეტოუ, კალანდარიშვილი, დ. კაპანაძე.
პლეი აუტის მორიგი შეხვედრას კი ეს წყვილი ექვს დეკემბერს გამართავს გორში.



24-30 აგვისტოს ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, 2015 წლის
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცეებული ინფორმაციით, საქართველოს
პარასკევს, ლანჩხუთის "გურია" საწვრთნელი-მოსამზადებელი მზადების გადამწყვეტ ეტაპზე გადავიდა _ გუნდი
NBA All Star-ის გამოკითხვა დასრულებულია და ყველა შედეგი ცნობილია. ზაზა
14 მაისს, ლანჩხუთში სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი
რამდენიმე საათის წინ ბრიტანულმა გამოცემამ "The Times" საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ცნობილი