სპორტი

შავ დღეში აფრიკული გოლებით

სოფო წილოსანი  2016-12-01 18:12:58

დღეს, ლანჩხუთში, „ევგრაფი შევარდნაძეზე“  ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პლეი აუტის პირველი მატჩი გაიმართა, სადაც ლანჩხუთის „გურია“  გორის „დილას“ მასპინძლობდა. 
ორრაუნდიან დაპირისპირებაში უნდა გარკვეულიყო იმ  გუნდის ვინაობა, რომელიც ქვედა ლიგაში დაქვეითდებოდა. თუმცა ორი რაუნდი ალბათ, ფორმალურად თუ ითქმის, რადგან უკვე ლანჩხუთური შეხვედრის შემდგომ შეიძლება ითქვას, რომ გასარკვევი უკვე გაირკვა და რამდემიწლიანი წვალების მიუხედავად, „გურია“ ალბათ, ვერ გადაურჩება გავარდნას.  

გარდამავალ ჩემპიონატში გადარჩენილ გუნდს, სასწრაფოდ ახალი მწვრთნელიც შეაშველეს კლუბის მესვეურებმა, თუმცა, ზაზა ინიაშვილის მოსვლაც  უშედეგო აღმოჩნდა. სხვაგვარად არც იქნებოდა _ სიტუაციას ის ნამდვილად ვერ შეცვლიდა, რადგან "გურიას" ჩავარდნის მიზეზები სულ სხვაგან უნდა ვეძიოთ. 
საქმეს ისეთი პირი უჩანდა, თითქოს საწყის წუთებში მასპინძლებს ახალი დამრიგებლის ხელი დაეტყოთ და ისინი მონდომებითაც ათამაშდნენ. სისწრაფეც თვალში საცემი იყო და „დილას“ კართან ხიფათიც რამდენჯერმე შეიქმნა. განსაკუთრებით აქტიური ჩანდა კირკიტაძე, რომელიც შეტევის მარჯვენა ფრთაზე, პრობლემებს ქმნიდა.  ერთხელ მისი დარტყმული ბურთი გორელთა კიპერმა მოიგერია, ცოტა ხანში კისტუმრებს მშველელად ხარიხაც მოევლინათ.

ამასობაში „დილამ“ წვიმისგან დამძიმებულ გრუნტს თანდათან აუღო ალღო, თამაშიც გაათანაბრა და შესვენებამდე აჯობა კიდეც მეტოქეს.

პირველი ტაიმი უგოლოდ მორჩა, მაგრამ ისევ აქტიურად ათამაშებულ გურულებს, შესვენებიდან ათიოდე წუთში ცივი შხაპი გადაესხათ, მას შემდეგ, რაც საჯარიმოში მაღალ ბურთზე გამოსვლისას შეცდა იმერლიშვილი, ბურთი ხელთ ვერ იგდო და აფრიკელ ლეგიონერ კოფის ცარიელ კარში გატანა არ გასჭირვებია.

ამ გოლმა „გურია“ სულ არია და შეცდომებმაც იმატა. მალე მცველისა და მეკარის შეუთანხმებელ თამაშს პენალტი მოჰყვა, მაგრამ იმერლიშვილმა შეცდომა ლამაზ ვარდნაში აღებული ბურთით გამოასწორა.

და მაინც... „დილამ“ თავისი გაიტანა. ამას წინ ისიც უძღოდა, რომ მსაჯმა ორი ყვითელი ბარათის გამო ჭეიშვილი გააძევა და კაცნაკლულ მასპინძლებს კონტრიერიში გაეპარათ, რითაც ისარგებლა კიდევ ერთმა აფრიკელმა ეტოუმ _  მან შეცვლაზე გამოსვლა გოლით აღნიშნა და ფაქტობრივად, შეუნარჩუნა საკუთარ გუნდს ადგილი რჩეულთა ათეულში.

6 დეკემბერს ამ წყვილს გორის „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სარბიელი ელის, მაგრამ გამოუსწორებელი ოპტიმისტიც კი ვერ იტყვის, ამ შეხვედრას რამე ინტრიგა დარჩენიაო. მართლაც, რთულია ორი ბურთის სტუმრად გაქვითვა, მითუმეტეს, ისეთი გუნდისთვის, როგორიც ამ ეტაპზე „გურიაა“.
01/12 ლანჩხუთი. ევ. შევარდნაძე
პლეი აუტი. პირველი მატჩი
გურია _ დილა
0:1 კოფი (56), 0:2 ეტოუ (80)
გურია: იმერლიშვილი (კ), ჭეიშვილი, ზ. თევზაძე (80. ბარბაქაძე), ჩადუნელი, ნოზაძე, პატერსონი, ჭეჭელაშვილი (74. იმნაძე), მეგრელიშვილი, კირკიტაძე, ფელიპე, დინიზი
სათადარიგოები: ხვედელიძე, ბ. ცინცაძე, ზ. გელაშვილი, სტეფნიაშვილი
მწვრთნელი: ზაზა ინიაშვილი
დილა: მუჯრიშვილი (კ), ქარქუზაშვილი, სალუქვაძე, კოფი, სამხარაძე (62. ეტოუ), ღონღაძე, რაზმაძე, წიქარიძე, ელიაური (90+1. კალანდარიშვილი), ნონიკაშვილი, ერისთავი (86. ჩახვაშვილი)
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ცაცკრიალაშვილი, ლომიძე, კალანდარიშვილი, დ. კაპანაძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: წიქარიძე(16), ნოზაძე (27), ნონიკაშვილი (30), ჭეიშვილი (61. 70), კოფი (79)
გაძევება: ჭეიშვილი (70)
მსაჯები: ბ. ნინუა; დ. ჩიგოგიძე, ი. უკლება; დ. სანოძე, პ. მაჭარაძე; ი. ხერხაძე

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


სუპერთასის ბილეთების შეძენის მსურველები ვაკის პარკიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონამდე
საქართველო-ნამიბიის ნაკრებების თამაშისას მოედანზე მცირე შელაპარაკება მოხდა.  დაპირისპირება მორაგბეებს შორის რამდენიმე
საფეხბურთო კლუბ "გურიას" ირგვლივ ატეხილი ხმაური ისევ გრძელდება. უმაღლეს ლიგაში
განახლდა ერთა თასის და 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის
რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Football Espana” საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა. ამ გაზეთის
თითქოს არაფრისმთქმელი მატჩი უღიმღამო უნდა ყოფილიყო, თუმცა, მცირეოდენი ინტრიგა მაინც