სპორტი

ორი _ ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი

  2016-12-02 10:44:16

ორი _ ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი _ ამ შედეგით დაასრულეს ქართველმა მოჭადრაკეებმა ასპარეზობა ჩეხეთში. მსოფლიო ჩემპიონატზე "სენიორ" მოჭადრაკეთა შორის ზედიზედ მესამედ გახდა  ოქროს მედლის მფლობელი ნონა გაფრინდაშვილი.

 ნონა გაფრინდაშვილმა მე-9 ტურში დორინა ფლორეა (რუმინეთი) დაამარცხა და 8 ქულით ჩემპიონი გახდა.

50 წელზე მეტი ხნის მოჭადრაკეთა ტურნირში 11 ტური გათამაშდა. გუშინ თბილისელმა დიდოსტატმა გიორგი ბაღათუროვმა შავი ფიგურებით უკრაინელ ალექსანდრ რეპრინცევს აჯობა და 9.5 ქულით სხვებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.

8.5-8.5 ქულით მეორე-მესამე ადგილები რეპრინცევმა და ზურაბ სტურუამ გაიყვეს. უარესი კოეფიციენტით სტურუა მესამე ადგილზე გავიდა. 6.5 ქულით ვარლამ ვეფხვიშვილი 48-ე ადგილით დაკმაყოფილდა.

ამავე ასაკში გამოდიოდა ციალა ქასოშვილი, რომელმაც 7 ქულით მესამე-მეშვიდე ადგილები გაინაწილა, კოეფიციენტით მეშვიდე იყო. 



საუმაღლესლიგო პლეი-ოფისთვის მზადებას აქტიურად განაგრძობს ლანჩხუთის "გურია" _ გიგლა იმნაძის
ინტერვიუ ლანუთის "გურიას" მთავარ მწვრთნელ თემურ ლორიასთან. _ რა ხდება "გურიასთან"
ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა რობერტ კობლიაშვილმა და იაკობ ქაჯაიამ 2016 წლის ოლიმპიადის
ამერიკელი ველოსიპედისტი ლიზ ჰეტჩი, გარდა იმისა, რომ პროფესიონალი ველომრბოლელია, ასევე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს რეგიონებში ჩემპიონთა ლიგის, ევრო ლიგისა და
კოლუმბიელმა მოკრივე ბრეიდის პრესკოტმა, რომელიც ნახევრად მსუბუქ წონაში ასპარეზობს, შესაძლებელია