ა კიდო

"ერთი წუთით, ზუსტად თქვენზე გაგვითავდა და ახლავე გამოიტანენ" _ ამბავი შუქის, ომეპრაზოლის და ბუშტის

  2016-12-13 19:00:01

დღეს მქონდა მინი-საგიჟეთი _  ჩაქრა შუქი და არასოდეს აღარ მოვიდა.

მერე მოვიდა და მხოლოდ ჩემთან არ მოვიდა!

დავრეკე თელასში, ძალიან ბევრი ვიჩხუბე, გამოვედი სიტყვაში, კეთილხმიანი გოგონა მამშვიდებდა, მერე მუსიკა ჩამირთეს, ამაზე სუ გავგიჟდი!!! 

 მერე გამახსენდა, რომ ბათუმში "ენერგო-პრო ჯორჯიაა" თელასი და სანამ ის ზრდილობადქცეული გოგო რაღაცას მიხსნიდა, დავკიდე ყურმილი.

მერე იგივე ჩავიდინე პრო ჯორჯიაშიც. იქ მითხრეს, ეხლავე გამოვუშვებთ ბრიგადას, მრიცხველია სუსტი ალბათო...

ქანცი რომ გამძვრა და ჰაერი დამაკლდა, გავედი გარეთ. მივედი "ავერსში". ერთი ფირფიტა ომეპრაზოლი უნდა ვიყიდო.

უნდა გამოვიდე უკვე და ატყდა ჩოჩქოლი: საჩუქარიო?

_ რა საჩუქარი-მეთქი (ამ დროს გამახსენდა, ოხრად სმს-ები რომ მოდიოდა ჩემს მობილზე, "ავერსში" თუ იყიდი წამალს, დაგასაჩუქრებთო და გათბა გული ...

"ერთი წუთით, ზუსტად თქვენზე გაგვითავდა და ახლავე გამოიტანენ".

_  "როგორ გეკადრებათ-მეთქი, დავიცდი"... _  დავიცადე.

_ "კოსმეტიკაა რამე"?_ ვეკითხები კონსულტანტ გოგონას.

_ არაო, უფრო მაგარიო!!

დამელია სული. თან ტვინი იქ მაქვს, ჩემს "სოჩიკთან".....

ალბათ ბრიგადა უკვე მივიდა, ვფიქრობ. თან ამ საჩუქარს ველოდები....

და გამოვიდა პატარა ბიჭი. მოაქვს ჯოხზე დამაგრებული გულისფორმიანი თეთრი ბუშტი! ზედ წითლად აწერია "ავერსი".
ეს-თქვენო...

არაფერი არ ჯობდა ჩემს დანახვას, ეზოში რომ შემოვუხვიე, ჯოხიანი ბუშტით და იქ რო სამი ელექტრიკი დამხვდა....

მაგას აღარ დავწერ, ავი გეგონებით.

ახლა მაქვს: ომეპრაზოლიც, შუქიც და ბუშტიც...

რა პოზიტურია ცხოვრება...

ვაი ჩემს პატროონს.....

ნინო ახობაძე, ბათუმი



სიტყვას გაძლევ, მიხეილ, ჩინურს ვისწავლი! თავს მევიკლავ და ჯინზე ვისწავლი!რეიზა
"საჩხერელი ბუთქუნა და თამაზა" _ პაპუნა ჯაფიაშვილის ამ ვიდეოს სოციალურ
გია ქურიძე, ლანჩხუთის კულტურის ცენტრის რეჟისორი: დაპატიმრებული პატრული ბატონი ვასო კეკელიძე ქვიანის
ოზურგეთში მყოფმა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ყველაზე მეტი ფოტო
დიდუბის ავტოსადგურში, ოზურგეთის სამარშრუტო ტაქსში ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა მოხუცი ბებო მძღოლის
წერილი ქრისტინა აგილერას! „გამარჯობა ქრიტინა! გაწუხებ გურიიდან, შენი სეხნია ქრისტინე. ნამეტანი გაგვიხარდა, შენი