სპორტი

სოჭს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება ჩამოართვეს

რუსა ოქრუაშვილი  2016-12-14 13:23:51

სოჭს 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ბობსლეისა და სკელეტონში ჩამოართვეს.  აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბობსლეისა და სკელეტონის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებით, დოპინგ სკანდალის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთში ჩატარება არაგონივრული იქნება.

როგორც ცნობილია, 9 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2011-2015 წლებში დოპინგ სკანდალში 1000-ზე მეტი რუსი სპორტსმენი მონაწილეობდა.

მაუწყებლის ინფორმაციით, ფედერაცია თებერვალში გასამართი ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას  რამდენიმე დღეში დაასახელებს.

როგორც ცნობილია, მომხდარს კრემლის პრეს სპიკერი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა.

როგორც მან რუსულ საინფორმაციო სააგენტო RIA-ს განუცხადა, მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიზირებული და უსაფუძვლოა.



რამდენიმე საათის წინ ესპანურმა რადიოსადურმა „Cadena Cope” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტის სამსახურის უფროსი, გოგი
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ტურის დასკვნითი ექვსი შეხვედრა გაიმართა.
სამეგრელოში, ახალაიებსა და გუბერნატორ გოროზიას შორის გავლენების გადანაწილება გაუთავებლად მიმდინარეობს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის,  სოფელ შემოქმედში ბავშვთა საფეხბურთო გუნდი "ჩაქუხა" ჩამოყალიბდა. ახლადშექმნილ
კოლუმბიელმა მოკრივე ბრეიდის პრესკოტმა, რომელიც ნახევრად მსუბუქ წონაში ასპარეზობს, შესაძლებელია