კულტურა

გარეჯის უდაბნოს ხედები _ ფოტოგამოფენა ბათუმში

ზურა ბაუჟაძე  2016-12-14 16:57:02

ორიგინალური გამოფენა "2 სივრცე _ უდაბნო ზღვაში“ ბათუმში ზღვის და დაისის ფონზე გაიხსნა, შემდეგ კი გამოფენას აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეამ უმასპინძლა, სადაც ფოტოხელოვან მარიამ ყაველაშვილის პერსონალური ნამუშევრების დათვალიერების საშუალება მნახველს რამდენიმე დღის განმავლობაში ექნება. ნამუშევრებზე, რომელთა ნაწილიც აზერბაიჯანი-საქართველოს სადავო ტერიტორიებზეა გადაღებული უაღრესად შთამბეჭდავია და მათში სივრცისკენ სწრაფვის მძაფრი განცდებია აღბეჭდილი. არცერთი ფოტო აქამდე სადმე გამოფენილი არ ყოფილა.15 წლის განმავლობაში გადაღებული ერთი და იგივე სივრცეები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფერებშია ფირზე აღბეჭდილი, ფოტოები გარეჯის უდაბნოს ბუნების მისტიურობასა და მრავალფეროვნებას უსვამს ხაზს. გამოფენისადმი ყურადღებას ისიც აძლიერებს, რომ გარეჯის უდაბნო „ნეშენელ ჯეოგრაფიკის“ თანახმად, პლანეტის იმ ადგილების ნუსხაში შედის, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოს ადამიანმა თავისი სილამაზის გამო.

_ ადგილები, რომლებიც მე ფოტოებზე აღვბეჭდე, სადაო ტერიტორიაზე მდებარეობს და გული მწყდება, რომ ყოველ წელს საზღვარი ნელ-ნელა მცირდება. გამოფენისთვის ის ფოტოები შევარჩიე, რომლებიც სივრცის ამსახველი იყო, რადგან 2 სივრცის _ ზღვის და უდაბნოს გადაკვეთა ერთი ცის ქვეშ მოვახდინე. ეს იყო 2 სივრცის ჰარმონია ერთი ცის ქვეშ. ამით გარეჯის დიდებულება, განსხვავებულობა, მისტიურობა და ის მიმზიდველობა მინდოდა მეჩვენებინა, რომელსაც ეს ადგილები იწვევს მნახველში, _ ამბობს მარიამი. გამოფენა გუშინ საინტერესო მუსიკის ფონზე, ზღვის და ცის ამსახველი ვიდეომასალით მიმდინარეობდა, რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამთვალიერებელზე. ბათუმის შემდეგ გამოფენა დედაქალაქში გადაინაცვლებს.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ამ წუთებში, მიუხედავად  წვიმისა, ქალაქ ოზურგეთში პროექტ "Check in Georgia-ს
ოზურგეთელი მხატვრის, მარინა უჯმაჯურიძის მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებს ბევრი
ქალაქ ოზურგეთი ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება, რომელსაც ქალაქი
საქართველოს რესპუბლიკის დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლობის ინიციატივით, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის
ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე იტალიური საოპერო გამომცემლობის მიერ დაარსებული ოპერის
საპარალმენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ წიგნის წერა დაასრულა. "ფეისბუქ-ექსპედიცია საკრიმანჭულოში"