21-ს ქვევით

სოციალურად დაუცველი ბავშვების წერილები თოვლის ბაბუას

  2016-12-15 10:28:15

"გურია ნიუსი" და "21-ს ქვევით" სოციალურად დაუცველ 12 წლამდე ბავშვებს წელსაც გაძლევთ საშუალებას, მიწეროთ წერილები თოვლის ბაბუას: სპეციალური ტალონი გაზეთში _ "21-ს ქვევით" ქვეყნდება, ხოლო  ტალონით გამოგზავნილი ყველა წერილი გაზეთში იბეჭდება.

წერილები 31 დეკემბერს, ჩვენს საახალწლო ყუთში მოთავსდება. პროექტში მონაწილე თოვლის ბაბუები და ფერიები, ლატარიის პრინციპით, ტალონებს ყუთიდან თავად ამოიღებენ და სურვილის შესრულებაზეც იზრუნებენ.

რედაქციაში წერილების ნაწილი უკვე შემოვიდა, რომელიც უკვე შემოგთავაზეთ. დღეს კი წერილების მეორე ნაწილს გთავაზობთ:

  • გამარჯობა, თოვლის ბაბუა!  2016 წლის 20 ოქტომბერს შეგვეძინა პატარა ნიკოლოზი. მე მეოთხე კლასში ვსწავლობ, სერგო _ მეორეში, გიორგი და მარიამი კი საბავშვო ბაღის აღსაზრდელები არიან. მამა უმუშევარია, დედა ჯანმრთელობას უჩივის. შვიდსულიანი ოჯახი ერთოთახიან სახლში ვცხოვრობთ. ჩემი დიდი სურვილია, დედიკოს სახლში დამხმარედ "ჰყავდეს" სარეცხი მანქანა. ნატვრას შემისრულებთ?

ლალი კვანჭიანი, ლანჩხუთი, სოფელი მამათი

  • გამარჯობა, თოვლის ბაბუ! მე _ მარი ზენაიშვილი და ჩემი  დები გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ჩვენი დიდი ხნის ნანატრი სურვილია სიჩქარეებიანი ველოსიპედი. კარგად, თოვლის ბაბუ! იმედია, სურვილს შეგვისრულებ.

მარი ზენაიშვილი, ლანჩხუთი, ვადაჭკორიას #17

  • ვარ სასულიერო გიმნაზიის მეოთხე კლასის წარჩინებული მოსწავლე მარიამ ღვინიანიძე. ვართ სოციალურად დაუცველი. გადავწყვიტე, მომეწერა თქვენთვის. ჩემმა მშობლებმა ვერ შეძლეს ჩემთვის პლანშეტის ყიდვა და გთხოვთ, ამისრულოთ საახალწლო სურვილი.

მარიამ ღვინიანიძე, ლანჩხუთი, ჟორდანიას #100

  • ვარ 11 წლის. ვცხოვრობთ ქირით. არ გვაქვს ტელევიზორი. გთხოვთ, გამიხაროთ გული და საახალწლოდ თოვლის ბაბუამ გამომიგზავნოს ტელევიზორი. წინასწარ გიხდით მადლობას.

თაკო დონდოლაძე, ლანჩხუთი, ჭანტურიას  #3

  • გამარჯობა, თოვლის ბაბუა! მე ვარ საბა მამალაძე, 11 წლის. ვცხოვრობ სოფელ ნაგომარში. ჩემი ოჯახი მრავალშვილიანია, სოციალურად დაუცველი. გთხოვ,  ამისრულე ერთადერთი სურვილი, ტელევიზორი არ მაქვს. მინდა, მქონდეს, რომ ჩემთვის საინტერესო რამეს ვუყურო. პირველად გწერ. მეტს არ შეგაწუხებ. გთხოვ, შემისრულე.

სიყვარულით, საბა

  • გამარჯობა, თოვლის ბაბუა! მე გიორგი ნოზაძე ვარ, 6 წლის. მყავს და-ძმა. მშობლები უმუშევრები არიან. მსურს ჩემთვის სათამაშოები, მატარებელი რკინიგზით, ჩემი ძმისთვის პოლიციის პულტიანი მანქანა და დისთვის ეტლიანი თოჯინა. მჯერა, ეს სურვილი ამისრულდება.

   

   ოზურგეთი, სოფელი ნაგომარი

  • თოვლის ბაბუა! ჩემს დედიკოს არ აქვს სარეცხი მანქანა. ის კი არა, არც წყლის ტუმბო აქვს, რომ ჭიდან წყალი ამოიღოს. სულ სცივა ხელებზე, როცა ჭიდან წყალს ვედროთი იღებს, განსაკუთრებით ზამთარში.  იქნებ, გვიყიდო. სათამაშოები კი გვაქვს.

ქეთინო ცინარიძე, ოზურგეთი, სოფელი ჭანიეთი

  • გამარჯობა, თოვლის ბაბუა! მე ვარ ჯაბა მუმლაძე, 7 წლის. ვსწავლობ ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში, მეორე კლასში. მე მინდა სათამაშოები და შოკოლადები. დარწმუნებული ვარ, შემისრულებ. მე კი გპირდები, რომ სულ კარგად ვისწავლი.
  • საყვარელო თოვლის ბაბუ! მე ვარ პირველკლასელი ნინო დოლიძე. წერა კარგად არ ვიცი და ძმა მეხმარება. ძალიან გთხოვ, წელს გული გამიხარე და პლანშეტი მომიტანე. ვცხოვრობ ოზურგეთის სოფელ ნაღობილევში. მიყვარხარ, თოვლის ბაბუ! მარხილით მოხვალ?

  • გამარჯობა, ჩემო თოვლის ბაბუა! მე ვარ მეოთხეკლასელი თამაზ დოლიძე. ვცხოვრობ ნაღობილევში, ოზურგეთის რაიონში. ჰუავეის ტელეფონი როგორ მინდა, იცი? დედიკოს ფული არ აქვს და ვერ გიყიდიო. გამიხარე  გული და მომიტანე. სულით და გულით გელი!

  • მე ვარ ნიკოლოზ ჯაში, 4 წლის. ვცხოვრობ სამებაში. მინდა დიდი ნაძვის ხე, ლამაზი სათამაშოებით და ნათურებით. კიდევ ლამაზი ზღაპრების წიგნი, ტკბილეული და დიდი სათამაშო მანქანა.

  • გამარჯობა, თოვლის ბაბუა. მე ვარ 6 წლის ნინო თედორაძე. ვცხოვრობ ჩოხატაურში, სოფელ ქვემო ერკეთში. მყავს 3 წლის ძმა _ მათე. ჩვენ ძალიან გვინდა ბარბის სახლი  და პულტიანი ტრაქტორი. გთხოვთ, შეგვისრულე.
  • გამარჯობა, თოვლის ბაბუა. მე ნიკა ვაჩეიშვილი ვარ ბჟოლიეთიდან,11 წლის. ჩემი დიდი სურვილია  მქონდეს კომპიუტერი. გელოდები ახალ წელს. წინასწარ დიდი მადლობას მოგახსენებთ.

  • მე ვარ მდინარაძე მარიამი, 7 წლის. ვცხოვრობ სოფელ დაბლაციხეში. ვარ მრავალსულიანი ოჯახის მე-8 წევრი; დიდი თხოვნა და სურვილი მაქვს  თოვლის ბაბუასთან, ძალიან მინდა პლანშეტი ან ველოსიპედი. იმედი მაქვს, ჩემს სურვილს ამისრულებთ. მიყვარხარ, თოვლის ბაბუა.

  • ჩვენო კეთილო თოვლის პაპავ. ჩვენ გუთურის სკოლის მე-4 კლასელები ვართ. კლასში გვყავს  სოციალურად შეჭირვებული, ძალიან კეთილი მეგობარი ბადრი გიორგაძე. უკვე მეორე წელია, ოჯახიდან წავიდა ბადრის დედა. ჩვენ გვინდა ბადრი საახალწლოდ გავახაროთ და მისი სურვილის ახდენაში  დაგვეხმარეთ. თოვლის პაპავ, მას პულტიანი მანქანა უნდა. ძალიან გთხოვთ, გამოუგზავნოთ. წინასწარ გიხდით მადლობას

ელენე, ანასტასია, სალომე, ნია, გიორგი

  • მე გაბრიელ ბერაძე ვარ, 2 წლის, სოფელი ამაღლებიდან. ჩემი მშობლები უმუშევრები არიან და მეზობელ ბიჭთან დავდივარ პატარა  მანქანაში რომ ჩავჯდე და ვიარო. ეს მანქანა არც ისე ძვირია, მაგრამ... გთხოვ, სანტა, შემისრულე ეს სურვილი და გამახარე.

  • გამარჯობა თოვლის ბაბუა, მე ლიზი გოჩას ასული კიკვაძე ვარ, შუა ფარცხმიდან.  7 წლის ვარ და პირველ კლაში ვსწავლობ, ჯერ ყველა ასო არ ვიცი   და ამიტომ წერილს ჩემს  უფროს მეგობარს ვაწერინებ. თოვლის ბაბუასთან ძალიან ბევრი თხოვნა მაქვს, მინდა  წიგნი (ჩემი პირველი კითხვა-პასუხები), თოჯინაც მინდა, თოვლის ბაბუა მე შენს საჩუქარს მოუთმენლად ველი.

  • თოვლის ბაბუა, მე ეკა მქვია. 12  მარტს 6 წლის გავხდები, სექტემბერში სკოლაში შევდივარ.  გთხოვ, სამეცადინო მაგიდა მომიტანო. როცა შემხვდები, ნახავ, რა საყვარელი გოგო ვარ. გკოცნი გულში და გეხუტები, ჩემო კეთილო თოვლის ბაბუა. იმედია, ჩემთან მალე მოხვალ. სურვილს, ნატვრას შემისრულებ. დაგელოდები გულით.

ჩოხატაური, სოფელი ნაბეღლავი

  • 3 წლის ირაკლი მდინარაძის თხოვნაა თოვლის ბაბუამ მოუტანოს ველოსიპედი ან ციფრული ფოტოაპარატი.
  • თოვლის ბაბუა, ვარ სოციალურად დაუცველი ოჯახიდან. წარჩინებული მოსწავლე. ცოდნის გასაღრმავებლად მესაჭიროება   კომპიუტერი ან ტელეფონი, რომლითაც შემეძლება ინტერნეტით სარგებლობა. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ოცნება და სურვილი.
დავით ბერძენიშვილი, ჩოხატაური, გურიის #20
  • გამარჯობა, თოვლის ბაბუა, როგორ ხართ? მე არა მიშავს. მე მყავს მხოლოდ დედა, მამა გარდაცვლილი მყავს. მარტო სოცილაური დახმარებას ვიღებთ. სახლში ვართ 3 ბავშვი. ჩემი ძალიან დიდი სურვილია, მქონდეს პლანშეტი.

ქეთევან კალანდაძე. ნოდარ დუმბაძის ქუჩა #72
  • მე ვარ ანდრია ჟღენტი, 8 წლის ჩოხატაურის სოფელ ახალშენიდან,  ვარ სოციალურად დაუცველი, მაგრამ ჩემმა 7-სულიანმა ოჯახმა ვერ შეძლო, ეყიდათ პლანშეტი. თუ მაჩუქებთ ძალიან გამახარებთ, ჩემს ერთ-ერთ ოცნებას შემისრულებთ.
  • გამარჯობა, თოვლის ბაბუა. მამა და ბაბუა ცუდად მყავს. პენსია მხიოლოდ ბაბუას აქვს. გთხოვთ, ახალ წელს ნაძვის ხე გამომიგზავნოთ. ვარ 12 წლის. ასევე, თბილი კაშნი და ქუდი მინდა. ძალიან მინდა პლანშეტი მე ვერ ვყიდულობ.  გთხოვთ, ახალ წელს მომცეთ ეს საჩუქრები.
გიორგი სირაძე, გორაბერეჟოული
  • გამარჯობა, თოვლის ბაბუა. ჩვენ ვართ სამი და მარიამი, ნინო, თამარ სოროზანაშვილები დაბლაციხიდან. ვართ სოციალურად დაუცველები. ვიმყოფებით პენსიონერ ბებოსთან. ჩვენი ოცნებაა, გვქონდეს ტელეფონი, რომლითაც დავინახავთ ჩვენს მშობლებს. აგრეთვე, დაიკოსთვის ტკბილეული და სამკურნალო მედიკამენტები.
  • გამარჯობა თოვლის ბაბუ, თუ ნამდვილად არსებობ, გელი ახალ წელს საჩუქრით. ძალიან მინდა პლანშეტი და ნაძვის ხის სათამაშოები. მყავს ძმა თორნიკე.
ზურაბ  თოლორდავა, 7 წლის, გუთური
  • გამარჯობა, თოვლის ბაბუა. მჯერა, რომ არსებობ და გელი ახალ წელს საჩუქრებით . მე ვარ თორნიკე თოლორდავა 7 წლის, მყავს ძმა  _ ზურაბ თოლორდავა, 5 წლის. ვცხოვრობთ სოფელ  გუთურში  და ძალიან მინდა ფოტოაპარატი, რომ სურათი გადავიგო ნაძვის ხესთან და კიდევ მინდა ბევრი ტკბილეული.
  • გამარჯობა, ჩემო საყვარელო თოვლის ბაბუა.  ჩვენ ვართ  4 დედმამიშვილი. მე ვარ ცირა მეფარიშვილი, 11 წლის ვცხოვრობთ  ჩოხატაურში, გურამიშვილის ქუჩაზე. ჩემი დიდი სურვილია, რომ გვქონდეს ციფრული ფოტოაპარატი  ან პლანშეტი. დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალ წელს ამ სურვილს აგვისრულებთ.
  • გამარჯობა, თოვლის ბაბუა. მე ვარ  რეზიკო ვაჩეიშვილი, ვცხოვრობ  ბჟოლიეთში, ვარ მამით ობოლი, დედას კი საშუალება არ აქვს, რომ ჩემი სურვილი ამისრულოს. ძალიან მინდა მქონდეს  კომპიუტერი. იმედი მაქვს, რომ ამისრულებთ ამ სურვილს. წინასწარ დიდი მადლობა.
  • ვცხოვრობ ხიდისთავში. ვარ სოციალურად დაუცველი ოჯახიდან. ძალიანგვიჭირს. ვართ სამი ძმა გიორგი, ლადო და ალექსანდრე ლომთათიძეები. ძალიან მინდა მქონდეს ტელეფონი, რომლითაც ფოტოს გადაღებას შევძლებ.
  • მე ვარ ალექსანდრე ლომთათიძე,  ვარ 8 წლის, ხიდისთავიდან. თოვლის ბაბუა, ძალიან გთხოვ,  გამომიგზავნოთ დივიდი და ავტომატები. მე ვარ ელენე ლომთითიძე, 6 წლის. თოვლის ბაბუა, ძალიან გთხოვ, გამომიგზავნო პლანშეტი. ჩემს ორი წლის დას კი თოჯინები.
  • გამარჯობა, თოვლის ბაბუა, როგორ ბრძანდებით? გილოცავთ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. მე ვარ თამარი, 6 წლის. რადგან ვარ პირველ კლასში, წერა არ ვიცი და ბებიას ვთხოვე წერილი დაეწერა. ჩვენ ვართ 4 დედმამიშვილი. მე მინდა ჩემი დედიკოსთვის სარეცხი მანქანა, რადგან ჩემმა დედიკომ სარეცხი ხელით არ გარეცხოს და არ გამიცივდეს. მინდა, რომ სულ ჯანმრთელად მყავდეს. კიდევ ჩემი დაიკოსთვის და ძამიკოსთვის სათამაშოები მინდა და ჩემთვისაც.
       ჩოხატაური, სოფელი ხიდისთავი
  • გამარჯობა, თოვლის ბაბუა. მე ვარ ანზორ სიხარულიძე, 12 წლის. ვცხოვრობ სოფელ გოგოლესუბანში. მე და ჩემი ძმა მიგვატოვა დედამ, გვზრდის ბებია, ეკონომიურად გვიჭირს. ყოველგვარ საჩუქარზე თანახმა ვარ, მაგრამ მე მინდა ბებოს შევუმსუბუქო ტვირთი და მოგვიტანოთ  სურსათ-სანოვაგე.
  • გამარჯობა, თოვლის ბაუბუა. მე ვარ ავთო ლომთათიძე 11 წლის, ქვენობდინად. მე მინდა მქონდეს საკუთარი მობილური ტელეფონი. ძალიან  გამიხარდება, თუ ეს სურვილი ამიხდება.
  • გამარჯობა, ჩემო თოვლის ბაბუა, როგორ ხარ? მე ლიკა კალანდაძე ვარ, 12 წლის. გუთურში ვცხოვრობ, მყავს დედა და 10 წლის  და. ვარ სოციალურად დაუცველი. დედაჩემი ბევრს შრომობს, მაგრამ იმის საშვალება მაინც არ აქვს, ტელეფონი რომ გვიყიდოს. გადავწყვიტე შენთვის მომეწერა. მჯერა, რომ ჩემი თოვლის ბაბუა ამ სურვილს ამისრულებს  წინასწარ გიხდი  მადლობას.
  • ჩემო საყვარელო თოვლის ბაბუა,  მე ვარ ნინი გიორგაძე, 4 წლის. ვცხოვრობ ლომთათიძის სამში დედასთან ერთად. დედამ მითხრა თოვლის ბაბუა საახალწლო სურვილებს ასრლებსო. დედას ვთხოვე, მოეწერა ჩემი სურვილი თქვენთვის. ძალიან მინდა ტელევიზორი. დიდი იმედი მაქვს ახალი წლის ღამეს საჩუქრით გამილამაზებთ. თქვენც გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს.
  • ძვირფასო თოვლის პაპა! ამ წერილს გწერ სურებიდან  ვარ 6 წლის ძალიან მინდა ველოსიპედი. იქნებ თქვენამდე  მოვიდეს ეს წერილი და გამახაროდ. გიორგი ტრაპაიძე.
  • გამარჯობა თოვლის პაპა როგორ ხართ მე ახალ საახალწლოდ  აიფონ-5 ესი მინდა. ვარ 7 წლის.
ლიკა სარიშვილი, დუმბაძის  #72
  • ძვირფასო თოვლის ბაბუა მე ვარ მარი ჯინჭარაძე,  12 წლის ვსწავლობ ჩაისუბნის საჯარო სკოლის მე-7 კლასში მყავს 3 და ძალიან ძალიან მინდა რომ მქონდეს პლანშეტი. ველი თქვენ  პასუხს.
  • გამარჯობა, თოვლის ბაბუა. მე ვარ  ლევან ბერძენიშვილი. 12 წლის ჩემი დიდი ნატვრაა, მქონდეს პლანშეტი. რადგან  მიყვარს თამაშები. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ახალ წელს  ჩემს ნატვრას ამიხდენთ.
                ჩოხატაური გურიის #24
  • გამარჯობა, ჩემო თოვლის ბაბუა. ძალიან მინდა მქონდეს პლანშეტი.ჩემს ოჯახს ყიდვის საშუალება არ აქვს. ამისრულე, ძალიან გთხოვ სურვილი. გელოდებით, ბაბუ! 
ლიზი ჯაოშვილი, ვაზიანი
  • გამარჯობა, თოვლის ბაბუ. მე  ვარ დემეტრე დოლიძე, 11 წლის სოფელ ჯვარცხმიდან. რამდენიმე თვის წინ, დედამ გაიკეთა ხერხემლის  ოპერაცია  და არ შეიძლება მისი დატვირთვა. ამიტომ ყველასგან მალულად გადავწყვიტე მომეწერა  _ მინდა, რომ მომიტანოთ სარეცხი მანქანა, რათა დედას შევუმსუბუქო საქმიანობა.
  • ჩემო  ძვირფასო თოვლის ბაბუა, როგორ ხარ?  მე ვარ მარიამ დუმბაძე ახალშენიდან. 10 წლის. ჩემი დიდი სურვილია მქონდეს პლანშეტი. 
  • მე ვარ საბა  ძირკვაძე, 10 წლის. ვსწავლობ ჩოხატაურის პირველ საჯარო სკოლაში. ვცხოვრობ ჯვარცხმაში. მშობლებთან და და-ძმებთან ერთად. ყველა უმუშევარია, ამიტომ ხელმოკლედ ვცხოვრობთ, დროებით სხვის სახლში. სურვილი ბევრი მაქვს, მაგრამ პლანშეტი აუცილებლად მინდა, რათა მომავალი კარგი მქონდეს. კიდევ  მინდა 2D წიგნები. ძალიან დიდი მადლობა. მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით და გაგვახარეთ ფერადი კანფეტებით.
  • ძვირფასო თოვლის ბაბუა, მე ვარ ნინო ჯინჭარაძე, ვცხოვრობ ჯვარცხმაში. ვარ 11 წლის, მრავალშვილიანი ოჯახიდან.  დედაჩემს სიცივემ ხელები დაუხსუსხა და სურვილი მაქვს,  მქონდეს სარეცხი მანქანა.
  • გამარჯობა თოვლის ბაბუა, მე ვარ სანდრო კობალაძე, სამებიდან. 25 თებერვალს გავხდები 2 წლის. ძალიან მიყვარს მულტფილმების ყურება და არ მაქვს DVD. ძალიან გამიხარდება, თქვენი საჩუქარი.
  • მოგესალმები თოვლის ბაბუა. მე ვარ ნუგზარ მამალაძე, 11 წლის. ვცხოვრობ ჩოხატაურში, სოფელ ხევში. ვარ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი. მეხუთე კლასის მოსწავლე. ძალიან მჭირდება კომპიუტერი. რადგან მსურს, რომ გავიმდოდრო ცოდნა. ვიცი, უყურადღებოდ არ დამტოვებ.
  • თოვლის ბაბუა, ძალიaნ მიყვარხარ. გთხოვ, შემისრულო ეს თხოვნა. მინდა, მყავდეს ველოსიპედი. მიყვარხარ,  თოვლის ბაბუა.
ავთო მამალაძე, სოფელი ხევი
  • ძვირფასო თოვლის ბაბუა. მე იურიკა ცინცაძე ვარ, ზემოფარცხმიდან. მართალია, საახალწლოდ თოვლის ბაბუა საჩუქრებს არიგებსო? მეც მინდა თოვლის ბაბუამ მომიტანოს საახალწლოდ ტელეფონი და ჩემს ძამიკოს სათამაშო და კარგი შოკოლადები.
  • გამარჯობა, ჩემო საყვარელო თოვლის ბაბუა. ერთი სურვილი მაქვს, ძალიან გევედრები. ბებო, მყავს ძალიან ავად, მეშვიდედ მიიღო ინსულტი. მშობლები ვერ ახერხებენ ფერადი ტელევიზორის და DVD-ის ყიდვას. პატარა შავ-თეთრი ტელევიზორი გვაქვს. მე კი მინდა ჩემი საყვარელი მულტფილმებისი ფერებში ვნახო. იმედი მაქვს, ამისრულებ ნატვრას. ტკბილეული არ დაგავიწყდეს.
გიორგი თავართქილაძე, სოფელი შუაფარცხამა
  • თოვლის ბაბუ, შენთან სურვილებით მოვედი და იმედი მაქვს, ამ სურვილებს შემისრულებ. მე ვარ მარიამ თავართქილაძე,  მრავალშვილიანი ოჯახიდან. ვერ ახერხებენ ჩემთვის პლანშეტის და დიდი ნაძვის ხის ყიდვას, რომ ახალი წლის ღამეს ლამაზი ნათურები ავანთო და მის გარშემო რომ ვიცეკვოთ და ვითამაშოთ.

ჩოხატაური, სოფელი შუაფარცხმა
  • გამარჯობა, ჩემო თოვლის ბაბუა. როგორ ხარ? მე ვარ ლიკა კალანდაძე, 12 წლის. ვცხოვრობ გუთურში, მყავს და _ ია და დედა. დედაჩემი ბევრს შრომობს, მაგრამ ჩემთვის ტელეფონის ყიდვა ვერ შეძლო. გადავწყვიტე შენთვის მომეწერა. მჯერა, რომ ჩემი თოვლის ბაბუა შემისრულებს ამ სურვილს. წინასწარ დიდი მადლობა.
  • ჩემო ძვირფასო თოვლის ბაბუა. გილოცავ ახალ წელს. მე ვარ ნია რამიშვილი, 7 წლის. სოფელ გოგოლესუბნიდან. მყავს ორი ძმა _ გაბრიელი და მამუკა. მე მინდა პლანშეტი, გაბრიელს ავტომატი და მამაუკას დიდი მანქანა.
  • ძვირფასო თოვლის ბაბუა, მე ვარ გიორგი ჩხიკვაძე, 11 წლის. მშობლებს არ აქვთ საშუალება, კომპიუტერი ან პლანშეტი მიყიდოს. ძალიან მინდა, შეგიძლია, თხოვნა შემისრულთ?

  • საყვარელო თოვლის ბაბუა, გთხოვ, საჩუქრად მომიტანო ბარბის სახლი. მე 5 წლის ვარ. მყავს ძმა, მას ძალიან უნდა პულტიანი ტრაქტორი.

ნინო და მათე თედორაძეები, ქვემოერკეთი

  • გამარჯობა თოვლის ბაბუა. მე ვარ ლუკა წიქარიძე, ჯვარცხმის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე. მყავს და-ძმა 10 და 12 წლის. ჩემი ოცნებაა, მქონდეს საკუთარი ტელეფ ონი (ჰუავეი), რომელზეც შემეძლება ინტერნეტის ჩართვა. დედა დიდი ხანია მპირდება, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ჩემი მშობლები არ მუშაობენ. იქნებ, შენ ამისრულო. მე მჯერა სასწაულების.
თუ გაქვთ სურვილი ჩაერთოთ ჩვენს აქციაში და სურვილები აუსრულოთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს დაგვიკავშირდით admin@gurianews.com


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნიკა საბაშვილმა
ამ კვირაში ჩოხატაური "ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირს" უმასპინძლებს და ფილიალსაც დააფუძნებს,
გიორგი (გიზუნა) ბაბილოძე ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეა.
გასული კვირის პარასკევს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში ინტელექტუალური
სანამ... ქალბატონ ქეთევანს შევხვდებოდი, ცოტა ლოდინი მომიწია. ასეც სჯობდა. სახლ-მუზეუმთან